kids.ge logo

ბებოს ლხინი

ფავორიტებში დამატება

- ა−ბა, ჩე−მო სა−ნო−ვა−გევ ხვა−ვი−სა,
ი−ქეც სტუმ−რის და მას−პინძ−ლის ხა−ლი−სად!
მად−ლი უ−ფალს, რომ გვარ−გუ−ნა ლუკ−მა,
მა−ლე გავშ−ლით ჩვენს ჯა−დოს−ნურ სუფ−რას!-
ამ−ბობს ბე−ბო და ამ−ზა−დებს სა−დილს,
ყვე−ლა−სათ−ვის მარ−თავს ნამდ−ვილ ნა−დიმს:
პუ−რი - ჩვენ,
ნამ−ცე−ცი - ჩიტ−სო,
ჩვენს ფან−ჯა−რას−თან რომ ზი−სო,
ხორ−ცი - ჩვენ და
ძვა−ლი -ძაღლ−სო,
ამ სახლს და−რა−ჯად რომ ჰყავ−სო.
მჭა−დი -ჩვენ და
ქა−ტო - ქა−თამს,
ყვე−ლი - ჩვენ და
შრა−ტი - კა−ტას,
ხი−ლი - ჩვენ,
ნაფცქ−ვე−ნი - ღორ−სო,
რაც დაგვრ−ჩე−ბა - მარჯ−ვე ცო−ცხსო,
ჩენ−ჩო - ბუ−ხარს,
კურ−კა - მი−წას,
ბე−ბომ ლუკ−მა ყვე−ლას მის−ცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026