kids.ge logo

დათუნია დრუნჩა

ფავორიტებში დამატება

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.
მიდიდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:
- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
ცებ შეხვდა ვირთხა -
არ უცდია დიდხანს,
თქვა: - დადებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
წინ დაუხვდა ზღარბი,
მშირი და ხარბი,
თქვა: - დადებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: - დადებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.
მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
- დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!
ბოლოს შეხვდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

ლექსი 4 ~ 9 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 9 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

გივი ჭიჭინაძის სხვა ლექსები:

ბიძინას ნატვრისთვალი
- ნატვრისთვალო ციმციმავ,
მინდა გთხოვო, იცი რა?.....
ჭიანჭველას გასაჭირი
ხვითქი გასდის ჭიანჭველას,
ფეხსაცმელის მწმენდავს....
იის ნატვრა
- რას ინატრებ, იავ, რასა?
- წვიმის ხმასა წკრიალასა....
დათუნია დრუნჩა
დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო....
ორი ფისო
ფისოს ფისო ესტუმრა,
მოეწონა ძალიან:...
„არწივი“
ნახატის ავტორი:
ანიტა დალაქიშვილი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გივი ჭიჭინაძის ლექსი „დათუნია დრუნჩა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დათუნია დრუნჩა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოუსმინეთ ექიმს

თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

მანანა ტონია
ვინ რა ჰქნა?

მანანა ტონია

წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით?
გადარია ნაკადული,...
მაია მიქაია
ერთგულება

მაია მიქაია

ზღარბუნიას, შემოდგომის
გრილი წვიმით ნასველებს,...
მანანა ტონია
მუქთა მჭამელები

მანანა ტონია

ბატმა ცომი მოზილა,
თეთრი, თეთრი, ფითქინა,...
მანანა ტონია
მომჩივანი დათვი

მანანა ტონია

თურმე, პატრულ- ბზიკს ურეკავს,
ტყიდან პატარა დათვი:...
გივი ჭიჭინაძე
სამი კნუტი

გივი ჭიჭინაძე

სახლში სამი კნუტია:
ცეტა, ზანტა, ბუტია....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ხალხური
ყიყლიყო, მამალო!

ხალხური

ყიყლიყო, მამალო!
ოქროსბიბილოვანო,...
ლუარა ჭანტურია
კატა და თინიკო

ლუარა ჭანტურია

კატა სადაც თაგვს ელოდა,
იქვე გაჩნდა თინიკო,...
ლელა გაბური
ო - რბი

ლელა გაბური

მთაზე ორად გაპობილი
მოსჩანს თეთრი ლოდი,...
სოფო გასიტაშვილი
კუ და ლოკოკინა

სოფო გასიტაშვილი

თურმე ერთ დღეს დაძმობილდნენ
კუ და ლოკოკინა,...
ლუარა ჭანტურია
მერცხალი

ლუარა ჭანტურია

სულ ჩემს თვალწინ გაიზარდე,
ამ ჩვენს სახლში გქონდა ბინა,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ელიზბარ გაბუნია
მელაკუდა სასამართლოზე

ელიზბარ გაბუნია

- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი,
ამოვიდა, უკვე ყელში....
ნოდარ დუმბაძე
შეჯიბრება საღორიის ტყეში

ნოდარ დუმბაძე

კვირკობ-მარიობის თვეში
საღორიის უღრან ტყეში,...
მანანა ტონია
მავნებლები

მანანა ტონია

ფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ,
მატლს დაუწყო დიდი დავა,...
მანანა ტონია
მელას ფუჭი ოცნება

მანანა ტონია

უღრან ტყეში ცუნცულებდა,
მელაკუდა ძალზედ ფლიდი,...
გივი ჭიჭინაძე
როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

გივი ჭიჭინაძე

შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024