kids.ge logo

დათუნია დრუნჩა

ფავორიტებში დამატება

და−თუ−ნი−ას ერ−გო
ერ−თი ქი−ლა ერ−ბო.
მი−დი−ო−და გზა−ზე,
ღი−ღი−ნებ−და ა−სე:
- და−თუ−ნი−ა დრუნ−ჩა−სა
ერ−ბო მერ−გო ქარ−ვი−სა,
რა გინდ ბევ−რი მეხ−ვე−წოთ,
არ და−გით−მობთ არ−ვი−სა!
უ−ცებ შეხვ−და ვირ−თხა -
არ უც−დი−ა დიდ−ხანს,
თქვა: - და−ი−დებ ცოდ−ვა−სო,
თუ არ მაჭ−მევთ ცო−ტა−სო!
რას ი−ზამ−და დრუნ−ჩა,
მის−ცა ერ−თი მუ−ჭა.
მე−რე ი−სევ გზა−ზე
ღი−ღი−ნებ−და ა−სე:
- და−თუ−ნი−ა დრუნ−ჩა−სა
ერ−ბო მერ−გო ქარ−ვი−სა,
რა გინდ ბევ−რი მეხ−ვე−წოთ,
არ და−გით−მობთ არ−ვი−სა!
წინ და−უხვ−და ზღარ−ბი,
მში−ე−რი და ხარ−ბი,
თქვა: - და−ი−დებ ცოდ−ვა−სო,
თუ არ მაჭ−მევთ ცო−ტა−სო!
რას ი−ზამ−და დრუნ−ჩა,
მის−ცა ო−რი მუ−ჭა.
მე−რე ი−სევ გზა−ზე
ღი−ღი−ნებ−და ა−სე:
- და−თუ−ნი−ა დრუნ−ჩა−სა
ერ−ბო მერ−გო ქარ−ვი−სა,
რა გინდ ბევ−რი მეხ−ვე−წოთ,
არ და−გით−მობთ არ−ვი−სა!
გად−მო−უდ−გა მე−ლი−ა,
გა−უწვ−დი−ნა ყე−ლი−ა,
თქვა: - და−ი−დებ ცოდ−ვა−სო,
თუ არ მაჭ−მევთ ცო−ტა−სო!
რას ი−ზამ−და დრუნ−ჩა,
მის−ცა ო−რი მუ−ჭა.
მე−რე ი−სევ გზა−ზე
ღი−ღი−ნებ−და ა−სე:
- და−თუ−ნი−ა დრუნ−ჩა−სა
ერ−ბო მერ−გო ქარ−ვი−სა,
რა გინდ ბევ−რი მეხ−ვე−წოთ,
არ და−გით−მობთ არ−ვი−სა!
ბო−ლოს შეხვ−და კო−და−ლა,
დათვს კი ა−რა ჰქონ−და რა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...ასოხატულა კუნწულებიარჩევანი, არადანი. ალამს ახვევს ალამდარი. ამ მიწის და ამ ცის დარი არის სადმე? - არსად არი! ბილიკ-ბილიკ ბუ...სამი კნუტისახლში სამი კნუტია: ცეტა, ზანტა, ბუტია. ცეტა დახტის ალთა-ბალთას, უკან დასდევს ბატს და ქათამს, თვალებს ისე...უცნაური კითხვაერთი ფიქრი დღე და ღამე არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს: -შენ და მამას ნაადრევად თმაში თეთრი რად გერევათ? -უცნ...მარდი ბიჭიგასწორებულ ლოგინზე სკუპ, ფუმფულა ბალიშო! დონდლო ბიჭი კი არ ვარ, ყოველ დილით ვვარჯიშობ!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026