kids.ge logo

წიგნი, რომელიც თაროზე არ დევს

ფავორიტებში დამატება

მე წიგნი ვარ, 187 გვერდიანი, მძიმე და ფერადყდიანი წიგნი. ამიღებენ თაროდან, გადმომატრიალებენ, ფასს დახედავენ და “რა ამბავიას” თქმისთანავე დამაბრუნებენ უკან. რა მაწერია ნეტავ ასეთი? რვეული მომაშტერდა ამასწინათ და იმანაც ვერ დაფარა გაკვირვება. ოხ, ეს რვეული მომაშორებინა ნეტავ აქედან, მაგრამ ვინ იყიდის, პირველი კლასისაა და ყდაზე პითაგორას თეორემა ახატია. პითაგორას თეორემა საიდან ვიცი და მათემატიკის სახელმძღვანელო ვარ - ყველაზე სქელტანიანი და ყველაზე ძვირიანი მთელს თაროზე. პატრონზე სულაც არ ვოცნებობ, რვეული მეუბნება: დაგჯღაბნის, მიგხევ-მოგხევს და წლის ბოლოს მოგისვრისო!.. კარგით რა, ჩემნაირი წიგნის გაფუჭება როგორ შეიძლება?!.

... გამარჯობა, იგივე წიგნი ვარ ხუთი წლის შემდეგ, ჩემი ამბავი როგორ დამთავრდა და დაბეჭდვიდან 2 თვეში გავიყიდე. რა და ის სახელმძღვანელო, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე არ იყიდება, უიღბლოა თურმე... მე კი ბედმა გამიღიმა და ერთი ნიჭიერი, მოწესრიგებული და მშრომელი ბიჭისათვის შემიძინეს. ყველაფერს ხვდებოდა, რა ეწერა ჩემს გვერდებზე, როგორ უნდა ამოეხსნა, რა ჩაეწერა, რა მიეწერა... მერე მისი უმცროსი დის საკუთრება გავხდი, ისიც მივლიდა მშვენივრად, სულაც არ ყოფილა რვეული მართალი, ყოვლისმცოდნე რომ ეგონა თავი... თუმცა გამიმართლა,  რომ მრავალშვილიან ოჯახში მოვხვდი... მეხუთე მოსწავლემ  მიმაწებ - მომაწება და ზაფხულში შემინახა კიდეც ყუთში სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად. ყველაფრის დამთავრებას კი რაც შეეხება, ბოლოს მახსოვს, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი ცეცხლის დანთებაში. ჰო, ნაწილ-ნაწილ იწვოდა ხუთი ბავშვის გულდასმით ნაფურცლი  ჩემი გვერდები, მათი ჩანაწერები, ჩანახატები, ცრემლებისა და საჭმლის ნარჩენები. შემთხვევით ჩარჩენილი სანიშნიც იწვოდა და მშვენიერი ყდაც, რომელსაც დიდი ასოებით “გეომეტრია” ეწერა. ახლა როცა ამ ბოლო ამბავს გიყვებით - ფერფლი ვარ და ცაში მივფრინავ, ასეთი სილაღე ძალიან მომწონს და ისც, რომ მალე რომელიმე ხის ძირას დავეცემი, მის ფესვებს შევუერთდები და... მერე... მერე ნეტავ რად მოვევლინები სამყაროს? იწვიმე რაა! კოკისპირულად დასცხე ღრუბელო! მორჩა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს, შეაფასოს თავისი შესრულება

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს თავისი შედეგების შეფასება და გააანალიზოს, რა გააკეთა კარგად და რა შეიძლება გააუმჯობესოს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026