kids.ge logo

მივიწყებული ფისო

ფავორიტებში დამატება

რა ხა−ნი−ა პატ−რონს
და−ა−ვი−წყდა ფი−სო.
პურ−საც კი, არ აჭ−მევს,
ფე−ის−ბუგ−ზე ზისო.

მშიერ-მწყურვალ ფი−სოს
ცხა−რე ცრემ−ლი სდი−სო.
გა−რედ გასვ−ლა უნ−და,
არ−ვინ უშ−ვებს ძირსო.

გაბუტული დგე−ბა,
თა−თით ა−ღებს სარკ−მელს.
ფიქ−რობს; ,,ჩა−ვალ დაბ−ლა
ვინ−მე მაჭ−მევს საჭმელს"

ერიდება ე−ზოს,
მა−ინც, ჩა−დის ფრ−თხი−ლად.
აქ, ბავშ−ვე−ბი, სა−წყალს
ქვებს ესვ−რი−ან ხშირად.

ზოგჯერ მას−ზე მში−ერს
წა−ა−წყდე−ბა ფი−სოს,
ის ხომ ყვე−ლა კა−ტას
კნუ−ტო−ბი−დან იცნობს.

ზოგჯერ ე−ზოს ძაღ−ლი
ბრა−ზი−ა−ნად უ−ყეფს.
ეჰ, სა−წყა−ლი ფი−სო,
რამ−დენ რა−მეს უძ−ლებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცელქი თამუნასუფრაზე წებო დამესხა, ნეტავი ბებოს რა ვუთხრა? სასწრაფოდ, უნდა მაგიდას გადავაფარო სხვა სუფრა. თორემ თუ ნახ...მართაპიანინოს ძლივს წვდება, ჩვენი ცელქი მართა. წამოსკუპდა სკამზე, წელში გაიმართა. ყველას გამოგვიცხადა: - რა და...დამნაშავეა ქარი- დედი, მითხარი, იმ ხეს, რატომ აჭრიან ტოტებს? - შვილო, თეთრეულს გვიხევს, ეზოში გვიყრის ფოთლებს. - მისი ბრ...გაბუტული ნატობებომ გული გამიწყალა, ამიკრძალა თამაში. მსაყვედურობს, ნუ ცელქობო, ნუ დადიხარ ტალახში; თორემ დედას დავურეკ...ჩემო კარგო თეთრო ბატოჩემო კარგო თეთრო ბატო, მოგეწყინა, ვიცი, მარტოს. მოდი, უნდა ჩაგეხუტო, კიდევ რომ არ გამებუტო!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026