kids.ge logo

მოდი ვნახოთ ვენახი

სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მო−დი, ვნა−ხოთ ვე−ნა−ხი, რამ შე−ჭა−მა ვე−ნა−ხი;
მი−ველ ვნა−ხე ვე−ნა−ხი, თხამ შე−ჭა−მა ვე−ნა−ხი.
მო−დი, ვნა−ხოთ თხა, რამ შე−ჭა−მა თხა;
მი−ველ ვნა−ხე თხა, მგელ−მა ჭა−მა თხა.
მგელ−მა თხა, თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.
მო−დი, ვნა−ხოთ მგე−ლი, რამ შე−ჭა−მა მგე−ლი;
მი−ველ ვნა−ხე მგე−ლი, თოფ−მა ჭა−მა მგე−ლი.
თოფ−მა მგე−ლი, მგელ−მა თხა,
თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.
მო−დი, ვნა−ხოთ თო−ფი, რამ შე−ჭა−მა თო−ფი;
მი−ველ ვნა−ხე თო−ფი, მი−წამ ჭა−მა თო−ფი.
მი−წამ თო−ფი, თოფ−მა მგე−ლი, მგელ−მა თხა,
თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.
მო−დი, ვნა−ხოთ მი−წა, რამ შე−ჭა−მა მი−წა;
მი−ველ ვნა−ხე მი−წა, თაგვ−მა ჭა−მა მი−წა.
თაგვ−მა მი−წა, მი−წამ ჟან−გი,
ჟანგ−მა თო−ფი, თოფ−მა მგე−ლი,
მგელ−მა თხა, თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.
მო−დი, ვნა−ხოთ თაგ−ვი, რამ შე−ჭა−მა თაგ−ვი;
მი−ველ ვნა−ხე თაგ−ვი, კა−ტამ ჭა−მა თაგ−ვი.
კა−ტამ თაგ−ვი, თაგვ−მა მი−წა,
მი−წამ ჟან−გი, ჟანგ−მა თო−ფი,
თოფ−მა მგე−ლი, მგელ−მა თხა,
თხამ ვე−ნა−ხი შე−ჭა−მა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხოგაის მინდიხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა, ჩამოდიო...თამარ მეფე და ხონთქარითამარ მეფე და ხონთქარი მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა, ზღვაში ჩაუშვა ხომალდი, ზედ ალმასები დაჰკიდა, შიგ ჩასხა ქა...მზეო, ამოდი, ამოდი!მზეო, ამოდი, ამოდი! ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა....მკვეხარააქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორას ძვრას ვუზამ; ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ და ყლაპს ვუზამ; ას ლიტრ...კიდევაც დაიზრდებიანკიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი; ისე არ ამოწყდებიან - ჯავრი შესჭამონ მტრისანი. თქვენი ჯერია, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026