kids.ge logo

უჩა

ფავორიტებში დამატება
უ−ჩა მი−დის ქუ−ჩაში,
უ−ჩა დი−დი ბი−ჭი−ა,
უ−ჩასხელა ბი−ჭებ−მა
უკ−ვე კარ−გად ი−ცი−ან,

რომ უ−საფრ−თხოდ მგზავ−რო−ბას
წე−სე−ბი აქვს თა−ვი−სი,
უ−ამ−რა−ვი ნი−შა−ნი
მო−ი−გო−ნეს ა−მისთ−ვის.

ყვე−ლა გა−და−სასვ−ლელ−თან,
რო−გორც დე−დამ ურ−ჩი−ა,
უ−ჩა დინ−ჯად ჩერ−დე−ბა,
უ−ჩა გა−ნა ურ−ჩი−ა?

ე−ლო−დე−ბა გულ−დას−მით, -
ამწ−ვან−დე−ბა კა−ცუ−ნა,
უ−ჩა მა−შინ გა−დაჭ−რის
ქუ−ჩას, რო−გორ? - კა−ცუ−რად!

ა−ი, ა−სე დი−დია
უ−ჩა, ა−სე ჭკვი−ა−ნი,
ქუ−ჩა უფ−რო დი−დია
და მრა−ვალ−ნიშ−ნი−ა−ნი.

აქ წყვე−ტი−ლი ხა−ზი−ა,
იქ ი−რი−ბი ნი−შა−ნი,
ამ ნიშ−ნე−ბის შეს−წავ−ლა
მარ−თებს, მძღო−ლი ვინც ა−რი.

უ−ჩა გა−ნა მძღო−ლია?
უ−ჩა მხო−ლოდ მგზავ−რი−ა,
ფე−ხით−მო−სი−ა−რუ−ლე
და ჭკვი−ა−ნი ძა−ლი−ან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დანა-ჩანგალიდანა-ჩანგლის მოხმარებას ასწავლიან კატას: - მარჯვენა თათს დანას ვკიდებთ, მარცხენა თათს - ჩანგალს! ხათრს არ...ობობაობობა ვარ, რვაფეხა და რვათვალა, თუ არ გჯერათ, დამაკვირდით, დათვალეთ! კარგად ვხედავ, ჩემს რვავე თვალს - სი...როდის მოვა თოვლის პაპამაშინ, როცა დეკემბერი წავა, გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, პატარებო, ახალი წლის ღამეს, თოვლის პაპა საჩუქ...შემოდგომარა ჯობია შემოდგომას, საწნახელზე შემოდგომას?! ჩურჩხელებით სავსე ძელებს, ციცქნა გულებს რომ გვიძგერებს. ჩირე...კოკლოზინააღარმინდა ამდენი სტაფილო და ჭარხალი, გავიზრდები ისედაც ღონიერი, მაღალი. ჩემი ძაღლი გინახავთ ? ძლიერია, ჭკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026