kids.ge logo

ჯეჯილი

(ვუძღვნი პაწია ლევანს)

ფავორიტებში დამატება
ზარდე, მწვანე ჯეჯილო,
დაპურდი, გახდი ყანაო;
კურთხოს იმის მარჯვენა,
ვინც გთესა, მოგიყვანაო!

დაპურდი, ჩემო ნუგეშო,
ზარდე თანდათანაო;
ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი,
მზემ შუქი გფინოს თანაო.

ქარმა გიღელვოს ზღვასავით,
წყრებმა მოგძახონ ნანაო;
ზარდე, გახარევი
ყმაწვილი ჩემისთანაო.

შრომის შვილი ვარ ყარიბი,
რავინ გამიტანაო:
ვისაც კი ძმურად მივენდე,
მან გულს დამასო დანაო.

ნეტავი აქ არ მამყოფა,
ქალაქში ჩამიყვანაო:
მასწავლა რამე ხელობა,
მასწავლა ანა-ბანაო.

მაღლდი, თავი დაისხი,
ჯეჯილო, ნორჩო ყანაო,
მისი საზრდო შექენ,
ვინც გთესა, მოგიყვანაო.

ნამგლებით გარსა გეხვივნენ
ბიჭები ჩემისთანაო:
პეტრე, გიორგი, თევდორე,
ბესო და ალმასხანაო.

ჯერს უმზადებდეს თინია,
ა იმ ბერ კაკლებთანაო;
სოსოს ხელადა მოჰქონდეს,
ცივცივი წყაროდანაო.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026