kids.ge logo

სპილოს დიეტა

ფავორიტებში დამატება
სპი−ლო ძლი−ერ გა−სუქ−და,
გახ−და ა−თი ტო−ნა.
ა−წუ−ხებ−და ძა−ლი−ან
თა−ვის ჭარ−ბი წო−ნა.

დი−ე−ტო−ლოგ ჟი−რაფ−თან
გა−და−წყვი−ტა წასვ−ლა,
- და−ვი−ცა−ვო დი−ე−ტას
ბე−ჰე−მო−თის მსგავ−სად.

გა−იკ−ვირ−ვა ჟი−რაფ−მა,
გა−უ−ხარ−და ძლი−ერ,
- თუ−კი ღორ−მუ−ცე−ლო−ბას
და სი−ხარ−ბეს სძლი−ე,
თუ−კი არ და−არღ−ვი−ე
დი−ე−ტუ−რი კვე−ბა,
ჭარ−ბი კი−ლოგ−რა−მე−ბი
მა−ლე მო−გაკლ−დე−ბა!

- ყვე−ლაფ−რისთ−ვის მზა−და ვარ!
ბურ−ტყუ−ნებ−და სპი−ლო,
- რამ−დენ ხან−ში და−ვიკ−ლებ
სა−მი ა−თას კი−ლოს?
- თუ−კი არ და−ი−ზა−რებ
და ვარ−ჯიშ−საც შეძ−ლებ,
ზედ−მეტ წო−ნას მო−იკ−ლებ
თერთ−მე−ტი თვის შემ−დეგ!

ზან−ზა−რებ−და მთე−ლი ტყე,
ყვე−ლა ში−შით კრთო−და,
დი−ლა−ო−ბით, რო−დე−საც
სპი−ლო ვარ−ჯი−შობ−და.

ტყეს რომ შე−მო−ურ−ბენ−და
ძუნძულ-ძუნძულ სამ წრეს,
მე−რე მოკრ−ძა−ლე−ბუ−ლად
მი−ირთ−მევ−და საჭ−მელს.

ა−მას−წი−ნათ სპი−ლოზე
ხმა გა−ეგ−დოთ ტუ−რებს:
- ი−სე გახ−და, ძლივს ზი−დავს
ხორ−თუმ−სა და ყუ−რებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კუზიანი აქლემი- ხომ გირჩიეს, აქლემო, მძიმე ტვირთს ნუ ათრევო. ყველას ბარგს რომ უზიდავ, უკვე ორი კუზი გაქვს. - კუზში საგზ...ჭუკებიგაღმა ხედავ? - ჭუკებია, ქათმებს ეჭუკჭუკებიან: - ნუ გაგვამხელთ უფროსებთან, არ მოსწვდებათ აქ ყურიო, გვსურს ...ობობაობობა ვარ, რვაფეხა და რვათვალა, თუ არ გჯერათ, დამაკვირდით, დათვალეთ! კარგად ვხედავ, ჩემს რვავე თვალს - სი...როდის მოვა თოვლის პაპამაშინ, როცა დეკემბერი წავა, გზას დაუთმობს იანვარს და თოვას, პატარებო, ახალი წლის ღამეს, თოვლის პაპა საჩუქ...ტურა სანიგაიცანით ტურა სანი, ბიზნესი აქვს კრუასანის. არ სცილდება თავის საცხობს, ხან ცომს ზელს და ხანაც აცხობს. იფ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026