kids.ge logo

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

ფავორიტებში დამატება

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
დესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
დესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არელა,
ბორბალი უკუღმა დატრილებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღველა,
ყალთო დაკეტილა, გელათი დანგრელა.
თხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
თხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
მას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
დესმე დიდი ყოფილა საქართველო!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მურმან ლებანიძის სხვა ლექსები:

სარეველა
ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,...
გზას მოსდევს პოეტი...
გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით,
მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _ ...
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,...
შემოდგომა
(შემოკლებით)
...
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):...
„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მურმან ლებანიძის ლექსი „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ნახატი ლექსები

ლექსზე „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

როდესაც ჩვილი იწყებს კვებას უფროსების საკვებით

იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვილი იწყებს კვებას იმავე საკვებით, რითაც დანარჩენი ოჯახის წევრები, მნიშვნელოვანია–არ დაამატოთ მარილი საკვების მომზადებისას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები სამშობლოზე

ლადო ასათიანი
კრწანისის ყაყაჩოები

ლადო ასათიანი

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. ...
მორის ფოცხიშვილი
ხე დარგე

მორის ფოცხიშვილი

თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე,-...
ნაზი თარგამაძე
სამშობლოს სიყვარული

ნაზი თარგამაძე

ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში
როგორ ეტევით ნეტა,...
ლადო ასათიანი
საქართველოში

ლადო ასათიანი

საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ...
იოსებ დავითაშვილი
სამშობლო

იოსებ დავითაშვილი

სამშობლო, ჩემო ლამაზო,
ზურმუხტო, ანუ ალმასო;...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024