kids.ge logo

დაბრუნება

ციკლიდან „ამბები დაუვიწყარ ამბებზე“

ფავორიტებში დამატება

ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება მშობლიური სოფელი. ცხრათვალა მზით გაბრწყინებული ხეივანი, რომელიც ჩემს ეზოსა და ერთი საუკუნის წინათ გარდაცვლილი, ჩემთვის უცნობი, პოლიკაბა ბაბუას ხელით გაშენებულ ჩაის პლანტაციას შუაში ჰყოფს.

მესიზმრება აპრილის დილა, ჯერ კიდევ თბილი რძით სავსე სათლს რომ ჰგავს, ბებოს ხელით შემოდგმულს სამზარეულოს მაგიდაზე. მესიზმრება კედლის საათის დისკოზე მოთამაშე ანცი სხივები, უდარდელად რომ დაარბენინებენ ისრებს წრეზე და კისერს ატეხინებენ დროს.

ბავშვობაში ნანახი სიზმრებიც მესიზმრება, სიცხადე რომ ახლაც ისეთივე შერჩენიათ, როგორიც 30 წლის წინათ, საიდანაც იწყება ჩემი მეხსიერება.

დუქანი, სადაც დაუზარებლად ვეგზავნებოდით დედას, რადგან, იქ ბაბუა რაჟდენი, ჩვენი ოჯახის კეთილი მეგობარი გვეგულებოდა, რომელიც ნაყიდ პურზე ფეშქეშად „საფრენ“ კანფეტებს დაგვიყოლებდა და წინა დღეს გატანებული კარამელის ამბავს გამოგვკითხავდა, დაგვრჩა თუ არა კიდევ.

სოფელი, ჩაის მიმღები პუნქტის, დაღლილი თვალებით გამომზირალი, ბოშების ბანაკივით დაუძინებელი და მოუსვენარი სოფელი.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–15
ოპტიმალური ასაკი: 10–13

სხვა მოთხრობები

დაბრუნება

ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება მშობლიური სოფელი. ცხრათვალა მზით გაბრწყინებული ხეივანი, რომელიც ჩემს ეზოსა და ერთი საუკუნის წინათ გარდაცვლილი, ჩემთვის უცნობი, პო...

ამბავი წიგნებზე

ერთხელ დასურათებული წიგნები გვაჩუქეს. მაგიდაზე დალაგებულ წიგნებს შორის არჩევანი პირველად სოფომ გააკეთა და ის წიგნი აიღო, რომელსაც მხიარული და ფერადი გარეკანი ჰქ...

ბაბუა

- ბაბუა, წყალი მომიტანე ერთი, შენს გაზრდა-გახარებას მომასწრებს ღმერთი! -მთხოვა ბოსტნიდან ახალგადმოსულმა, ჟამთა სიმრავლისაგან დაუძლურებულმა და თოვლის კაცივით თმა...

ხარახურა

სოფოს და თათოს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარებს გასართობად სათამაშოებზე მეტად შთაგონება სჭირდებათ.  ასეთ დროს სოფლად მცხოვრე...

ვინ შეაგროვა პაპიროსის ნამწვები?

ყველამ იცის, რომ ბავშვებს შეგროვება უყვართ. ზოგი რას აგროვებს და ზოგი-რას. პატარაობისას თათოსაც იტაცებდა ეს საქმიანობა, მაგრამ უცნაური თვისება ჰქონდა, პაპიროსის...

ბებია

მთელი ღამე თოვდა. დილით ადრე ადგა ბებია და ღუმელში ცეცხლი დაანთო. ნახევარ საათში ჩვენი პატარა ოთახი, მწვანედ შეღებილი და დიდფანჯრიანი ისე გაამხიარულა სითბომ საწ...

ჩურჩხელების უცნაური თავგადასავალი

შემოდგომის მიწურულს დიდ სასტუმრო ოთხაში ბუხარი ინთებოდა და ჩურჩხელების ამოვლების დრო დგებოდა. თხილის დამტვრევისა და დათეთრების ხანგრძლივ პროცესში სოფო და თათო მ...

მასწავლებლობანა

მე და მაკომ გუშინ, 7 ივნისს, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ დილით მასწავლებლობანა ვითამაშოთ. 8 ივნისს, დილის 8 საათზე გავიღვიძე, უზარმზარ ბადურაში ჩავალაგე წუხელ მომზა...

არადა, სამყარო ჩქარა ბრუნავს!

ბავშვობა სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. მახსოვს პირველი შეხება საწიგნესთან, რომელიც ყავისფერი იყო და ლომი ეხატა. მახსოვს ფანქრების სათლელი „რაკეტა“, რომელიც ახლაც ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ურიგაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

შეაქეთ მეგობრების ურთიერთდახმარება

შეაქეთ ბავშვი, როდესაც ის და მისი მეგობრები ერთმანეთს ეხმარებიან.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026