kids.ge logo

მასწავლებლობანა

ფავორიტებში დამატება

მე და მაკომ გუშინ, 7 ივნისს, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ დილით მასწავლებლობანა ვითამაშოთ. 8 ივნისს, დილის 8 საათზე გავიღვიძე, უზარმზარ ბადურაში ჩავალაგე წუხელ მომზადებული მოსწავლეთა სიები (რა თქმა უნდა, შიგ ჩემი თანაკლასელების გვარები ჩავწერე), შეფასების ფურცლები, მომდვნო დღეებში ჩასატარებელი გაკვეთილების გეგმები და მაკოსთან წავედი.

სამასწავლებლო გურული ბეღელის მოაჯირიან მცირე აივანზე მოვაწყვეთ, სადაც მონაცვლეობით ვსხდებოდით მაკოს ბებიას მწყობრიდან გამოსულ საბეჭდ მანქანასთან, რომელიც სამსახურიდან გასართობად მოგვიტანა და გვითრა: აქით -იქით დრიგისნს მოეშვით და რამე ისეთი ითამაშეთ, რასაც ცხოვრებაში გამოიყენებთო. ბევრი ვიფიქრეთ მე და მაკომ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი გასართობი, რომელსაც წარმატების მოტანა და ბავშვის გართობა ერთდროულად შეუძლია და გუშინ მოვიფიქრეთ, რომ ეს მასწავლებლობანაა.

-წარმოგიდგენია, რამდენ ადამიანს დავეხმარებით, რომელსაც წერა-კითხვის, ან ანგარიშის დასწავლა სურს?! - ვუთხარი მაკოს.
-მართლაც, მოდი მოვაწყოთ სამასწავლებლო და გავინაწილოთ საქმე- მითხრა იდეით აღფრთოვანებულმა მაკომ.
ასე დავადგით თვალი ბეღლის მცირე აივანს, რომელიც ყოველთვის მოგვწონდა და გვინდოდა, ჩვენს თამაშებში მასაც ჰქონოდა დანიშნულება.
მასწავლებლობანა მართლაც სასარგებლო თამაში გამოდგა. მაგალითად, პირველივე დღეს მივხვდით, რომ მასწავლებელს ლამაზად უნდა ეცვას, მისი სამოსის ფერებიც კი შთაბეჭდილებას უნდა ახდენდეს. ასევე მივხვდით, რომ მეტყველებაზე გვქონდა სამუშაო და, რადგან, დროის დაკარგვა არ ღირდა, საქმეს სასწარფოდ შევუდექით.

მაკოს ბებოს გარდერობში ბევრი შავი პიჯაკი ჰქონდა, მასწავლებელი არ იყო, ბუღალტერი იყო, მაგრამ მაინც ჰქონდა ასეთი სამოსი. ეს პიჯაკები მოვირგეთ, იღლიაში ქაღალდების დასტა ამოვიჩარეთ და ბეღლის აივანზე მოწყობილ სამასწავლებლოს მივაშურეთ.

დაახლოებით 10:30 წუთზე მაკოს ეზოს ჭიშკარს სოფო მოადგა. ჭრელი ჩითის კოფთა ეცვა, ასევე ჭრელი ქვედაბოლო და საყვარელი ყავისფერი სანდლები, რა თქმა უნდა -უკუღმა. კიკინებიც ჰქონდა და დედას მზის სათვალე ეკეთა. ახლოს რომ მოვიდა, მივხვდით,  მამიდას ფრანგულ სუნამოშიც ებანავა წამოსვლის წინ, რა თქმა უნდა ნებართვის გარეშე.

-რა არის ეს, სკოლაში როგორი ჩაცმული მოხვედი?-ახსნა-განმარტების გარეშე ჰკითხა მაკომ.
სოფო კიბის პირველ საფეხურზე გაჩერდა და დაგვაკვირდა.
-დირექტორი მე ვარ!-თქვა რამდენიმე წამის შემდეგ.
-ჩვენს სკოლას დირექტორი არ ჰყავს, აქ ყველა მასწავლებელია, თუ გინდა მიგიღებთ სამსახურში!-შევთავაზე მე.
მე დირექტორი ვარ-როგორც სჩვეოდა, ჯორზე შეჯდა.
ჩვენ (მე და მაკოს) არ შეგვეძლო საკუთარი პრინციპების ღალატი და დირექტორის აყვანაზე კატეგორიული უარი განვაცხადეთ. სოფო განაწყენდა და შინ გაიქცა. ნახევარი საათის შემდეგ დედასთან ერთად მოვიდა და მასწავლებლად დასაქმება ითხოვა.
მასწავლებლად ავიყვანეთ, ბევრი რამ ჰქონდა ამ საქმეში შესასწავლი, მაგრამ მაინც ავიყვანეთ.
დედამ მადლიერების ნიშნად ქადები მოგვართვა, რომელსაც მაკოს ბებოს მიერ მორთმეულ ჟოლოს წვენთან ერთად შევექეცით და საბეჭდი მანქანის გამოყენებისთვის დროის განაწილებას შეუდექით.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024