ბებია

ფავორიტებში დამატება

მთელი ღამე თოვდა. დილით ადრე ადგა ბებია და ღუმელში ცეცხლი დაანთო. ნახევარ საათში ჩვენი პატარა ოთახი, მწვანედ შეღებილი და დიდფანჯრიანი ისე გაამხიარულა სითბომ საწოლიდან გადმოვძვერი და საუზმეს მივუჯექი, რომელიც სკამზე გადაფარებულ ტილოზე დამხვდა გაშლილი. პატარა ტაფას სახურავი ავხარე, ბებოს კვერცხი შეეწვა.
არ ვიცი როგორ ახერხებდა ბებია კვერცხის ისე შეწვას, რომ კულინარიის შედევრს ჰგავდა. პატარა და მაღალკედლებიანი ტაფა პირამდე იყო სავსე მზისფერი კვერცხით.
შემწვარი მზის დისკო მე და ბებომ შუაში გავინაწილეთ.
- გემრიელია, შემწვარი კვერცხი კი არ მიყვარს, მაგრამ შენი ხელებით გაკეთებული სხვანაირია -ვუთხარი, როცა ჩანგლით პირველ ლუკმას გავუსინჯე გემო.
-რას ქვია ბები კვერხი არ გიყვარს, ამაში კალცია. ძვლები დაგისუსტდება ამას თუ არ შეჭამ,-გამკიცხა ბებიაჩემმა.
მეც,წაქეზების წყალობით, სიამოვნებით მოვასუფთავე მორთმეული ულუფა და კმაყოფილმა მოვათვალიერე ოთახი. 
კართან, უტარო ცული დავინახე, სიძველისაგან ნასვრეტები გასჩენობა. 
-ბებო ეს რად გინდა, საიდან მოიტანე?
-ვიყიდე ბებო. ამ დილას გურამია სალუქვაძემ ჩამეიარა, მისგან ვიყიდე.
-მერე ამ ცულში გადაიხადე ფული?! -სიცილით ვკითხე მე.
-მაგენს ბებია ისე უჭირთ, იქნება ბაღნები მშიერიც კი ყავს. ამ საშინელ თოვაში ცულის გასაყიდად გამევიდოდა გარეთ დაპურებული ოჯახის მამა? ფული ისე რომ მიმეცა არ გამომართმევდა, ხოდა ქე ვიყიდე მაგ ცული, ეგდოს მაქანე, მერე სარაიაში წევიღებ.


ბებიასთვის სხვა აღარაფერი მიკითხავს,რაღაცნაირი განცდით შეპყრობილმა მწვანე, პატრა ოთახის დალაგება დავიწყე.

ბებიამ ცული სარაიაში წაიღო.

გარეთ კი ისევ თოვდა...

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია