kids.ge logo

იების სურნელი

ციკლიდან „ამბები დაუვიწყარ ამბებზე“

ფავორიტებში დამატება

5 თუ 6 წლისა ვიყავი წითელა ბატონები რომ შემეყარა. მახსოვს დედა როგორ ღელავდა, ტემპერატურის დაწევას ვერანაირი ხერხითა და საშუალებით რომ ვერ ახერხებდა.

სახადი მეზობლის გოგონასგან გადამედო, რომელთანაც „ბატონის წვეულებაზე“ წამიყვანეს, სპეციალური მიწვევით. ეს წვეულება, წვეულებათა შორის, რომლებსაც 8 წლის საკამდე დავსწრებივარ, ყველაზე საოცარი იყო. ჩემი მეგობარი უზარმაზარ ოთახში, ძალიან თეთრ საწოლში იწვა. საწოლის გარშემო კი ყველაფერი, წყლის დოქით დაწყებული, ოთახის ჩუსტების ჩათვლით წითელი გახლდათ. საქანელაც კი, რომელიც სოფლად ეზოებში, მძლავრი ხეების ტოტებზე აქვთ გაბმული, ჩემი მეგობრისთვის ოთახში შეეტანათ. ქალბატონივით იწვა, გარშემო კი უამრავი ბავშვი ირეოდა, წითელ სამოსში გამოწყობილები წითელი ბურთით თამაშობდნენ. მე რომ მივედი რაღაც, სოკოს მსგავსი, ცეცხლმოკიდებული და მხრჩილავი საგნები დაგვაჭერინეს, კვამლი ძალიან სასიამოვნო სურნელად იშლებოდა გარშემო, ეს სურნელი არასოდეს დამავიწყდება. მხრჩოლავი, ვარდისფერი ნივთიერება ჩაიფერფლა, სახელურები კი ძალიან რომ გაცხელდა მახსოვს გამოგვართვეს და დიდ ჯამში ჩაალაგეს.

 მერე წითელი მარმელადის რიტუალი დაიწყო. უზარმაზარ სინზე ელაგა სანუკვარი ტკბილეული და ბატონის ხელიდან სათითაოდ იღებდა ყველა წვეული. მარმელადის რიტუალის შემდეგ ჩემი მეგობარი გაჭირვეულდა, ატირდა. სტუმრებმა წასვლა იწყეს-მეც წამომიყვანეს.

 ნასიამოვნები და კმაყოფილი მივდიოდი შინისკენ, ოცნებით გაბრუებულს თვალწინ მედგა, როგორი იქნებოდა ჩემი „ბატონის წვეულება“, ათასგვარი გეგმა და მიზანი დავსახე.

ორი დღის შემდეგ დედამ სახეზე წითელი გამონაყარი შემნიშნა და სასწრაფოდ ექიმთან გამაქანა.

-ბატონები, წითელა ბატონები,-თქვა ექიმმა და დედას რაღაც მითითებები მისცა, მაგრამ მე მისი არც ერთი სიყვა აღარ მესმოდა. მივხვდი რაშიც იყო საქმე და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ ვის მოვიწვევდი ჩემი ბატონის გასახარებლად, ან რა ფერისა იქნებოდა ბურთები, ან ბუშტები, რომლებსაც ჩემს საწოლთან დაყრიდნენ.

სახლში რომ დავბრუნდით დედამ მითხრა: მაღალი ტემპერატურითა და გამონაყარით სირბილი და საგარეო გართობა არ შეიძლებაო.

 გამიწყვეს მაქმანებიანი, ქათქათა საწოლი და ჩამაწვინეს. ჩემი „გაბატონების“ შესახებ ხმა მალე გავარდა სოფელში. უამრავი მნახველი მოდიოდა, მოჰქონდათ საჩუქრები, ყველაფერი წითელი. ერთმა თეთრი ქათამი მომიყვანა, ცოცხალი ქათამი, ფრთებზე წითელი ხასხასა ბაფთებით. როგორ გამაოცა მისმა საჩუქარმა, მეგონა ეს საოცარი ვარია სპეციალურად ჩემთვის გაჩდა, როგორი მადლიერი ვიყავი ბატონთა მბრძანებელის ამ საჩუქრისათვის.

ვარია ჩემს საწოლს არ შორდებოდა, დღე და ღამ სასთუმალს მეჯდა. ფრთებს დიდი გულმოდგინებით ვუსინჯავდი, მინდოდა გამეგო როგორ ამოუვიდა წითელი ბაფთები. მე რომ სახადისგან განვიკურნე ჩემი ვარია სადღაც გაუჩინარდა, სახლიდან წავიდა და აღარ დაბრუნდა. დედამ მითხრა, შენი წითელი პერაგი დიდ ბატონს წაუღოო...

სახადის დღეებში ერთი განსაკუთერბული სტუმარი მყავდა, ჩიტო ბებო, რომელსაც ხელში მიწიდან ძირ-ფესვიანად ამოღებული იების თაიგული და ბრტყელი ქვა ეჭირა. მახსოვს როგორ გაასუფთავა მიწისა და ბალახებისგან იები, მერე გარეცხა, გააშრო და ხის ვარცლზე გასაშრობად დაალაგა, რომ გაშრა ბრტყელი ქვით დაჩეჩქვა, ისე რომ წვენი გამოუყვანა, მერე კი იების სურნელით გაჟღენთილი ბამბის ქულა სახეზე დამაფინა. საამო ჟრუნატელმა დამიარა, სიცხისგან გათანგულ სხეულს უსაზღვრო ნეტარება დაეუფლა. გავარვარებული ლოყები დაცხრა, დაიწმინდა. გამონაყარიც გაფერმკრთალდა. კიდევ რაღაც უცნაურ სიტყვებს ბუტბუტებდა ბებია ჩიტო, როცა იების სალბუნს მაფენდა, მაგრამ მე ისინი სამწუხაროდ აღარ მახსოვს.

იმავე დღეს, საღამოს, კიდევ ერთი ბებო გვეწვია, რომელმაც დაუვიწყარ ფორმებად ამოყვანილი ყველი მომართვა. ერთზე მითხრა-ჩიტიაო, მეორე-ჩურჩხელა გამოდგა, მესამე-ყვავილი, მეოთზე-თევზი...არ ვიცი როგორ ეყო მოთმინება ბებია დარიკოს ამდენი ეშრომა ჩემი ბატონის გასახალისებლად, დიდებს ხომ მუდამ ეჩქარებათ?!...

მე და ბატონი რამდენიმე დღეში ერთმანეთს გამოვეთხოვეთ, ბატონი თავის ბატონთან წავიდა, მე დედასთან დავრჩი და დღეს, უდიდესი ნეტარებით ვიხსენებ იმ დღეებს, რომელთა შუქი მთელ ჩემს ცხოვრებას აცისკროვნებს.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

დაბრუნება

ამ ბოლო დროს ხშირად მესიზმრება მშობლიური სოფელი. ცხრათვალა მზით გაბრწყინებული ხეივანი, რომელიც ჩემს ეზოსა და ერთი საუკუნის წინათ გარდაცვლილი, ჩემთვის უცნობი, პო...

ვინ შეაგროვა პაპიროსის ნამწვები?

ყველამ იცის, რომ ბავშვებს შეგროვება უყვართ. ზოგი რას აგროვებს და ზოგი-რას. პატარაობისას თათოსაც იტაცებდა ეს საქმიანობა, მაგრამ უცნაური თვისება ჰქონდა, პაპიროსის...

ამბავი წიგნებზე

ერთხელ დასურათებული წიგნები გვაჩუქეს. მაგიდაზე დალაგებულ წიგნებს შორის არჩევანი პირველად სოფომ გააკეთა და ის წიგნი აიღო, რომელსაც მხიარული და ფერადი გარეკანი ჰქ...

ჩურჩხელების უცნაური თავგადასავალი

შემოდგომის მიწურულს დიდ სასტუმრო ოთხაში ბუხარი ინთებოდა და ჩურჩხელების ამოვლების დრო დგებოდა. თხილის დამტვრევისა და დათეთრების ხანგრძლივ პროცესში სოფო და თათო მ...

მასწავლებლობანა

მე და მაკომ გუშინ, 7 ივნისს, მოვილაპარაკეთ, რომ ხვალ დილით მასწავლებლობანა ვითამაშოთ. 8 ივნისს, დილის 8 საათზე გავიღვიძე, უზარმზარ ბადურაში ჩავალაგე წუხელ მომზა...

ბაბუა

- ბაბუა, წყალი მომიტანე ერთი, შენს გაზრდა-გახარებას მომასწრებს ღმერთი! -მთხოვა ბოსტნიდან ახალგადმოსულმა, ჟამთა სიმრავლისაგან დაუძლურებულმა და თოვლის კაცივით თმა...

არადა, სამყარო ჩქარა ბრუნავს!

ბავშვობა სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. მახსოვს პირველი შეხება საწიგნესთან, რომელიც ყავისფერი იყო და ლომი ეხატა. მახსოვს ფანქრების სათლელი „რაკეტა“, რომელიც ახლაც ...

ხარახურა

სოფოს და თათოს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარებს გასართობად სათამაშოებზე მეტად შთაგონება სჭირდებათ.  ასეთ დროს სოფლად მცხოვრე...

ბებია

მთელი ღამე თოვდა. დილით ადრე ადგა ბებია და ღუმელში ცეცხლი დაანთო. ნახევარ საათში ჩვენი პატარა ოთახი, მწვანედ შეღებილი და დიდფანჯრიანი ისე გაამხიარულა სითბომ საწ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

დაეხმარეთ ბავშვს, იპოვოს თავისი ძლიერი მხარეები და ნიჭი

დაეხმარეთ ბავშვს, იპოვოს ის, რაშიც ის კარგია და რაც მას მოსწონს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026