kids.ge logo

ცისფერი აივანი

ფავორიტებში დამატება

არ ვიცი, რამდენი თქვენგანის ბავშვობის სახლს ჰქოდა ცისფერი აივანი, მაგრამ ვიცი ის, რომ ოცნება სწორედ ამ აივანმა მასწავლა. დილასისხამზე იდაყვებით დავეყრდნობოდი ხისრიკულებიან მოაჯირს და ვოცნებოდი.


ერთ დილით, დათვებიან პიჟამაში გამოწყობილი გამოვედი სახლის ბანზე, ჭიშკარს კი მაკო მოადგა, ბოძზე ჩამოცმული რკინის რგოლი ასწია, ჭიშკარი გააღი, შიგ თავი შემოჰყო და მკითხა:
- ვითამაშოთ?
-ვითამაშოთ.
- შევალ სახლში, ტანსაცმელს გამოვიცვლი, ხელ-პირს დავიბან და ჩამოვალ.
-კარგი, აქ დაგელოდები, -ბაღის ნაცრისფერ სკამზე ჩამოჯდა მაკო.
მაკოს ლოდინი ხანგრძლივი არ იყო, სასწარფოდ მოვემზადე და ეზოში ჩავედი. 
საერთოდ, უნდა ვაღიარო, რომ მე და მაკოს (რადგან თანატოლები ვიყავით) სოფოს გარეშე თამაში გვერჩივნა, რადგან სოფო 3 წლით პატარა იყო და სრულებით არ ესმოდა ჩვენი, მაგრამ იშვიათად მახსოვს, მის გარეშე გვეთამაშოს, რადგან მარტო არასოდეს არსად მიშვებდა. თუ გავიპარებოდი, მალევე მაბრუნებდნენ შინ, რადგან ჩემი პატარა და სახლს წივილ-კივილით იკლებდა, გაღვიძებისას თუ ვერ დამინახავდა.
იმ დღეს სათამაშოდ შორს არ წავსულავრთ, რადგან მე და მაკომ გავითავალისწინეთ, სოფოს გაღვიძებისას რომ უნდა დავენახეთ, ამიტომ კიბის ქვეში, სარაიაში წამოვიწყეთ ძონძებით თავის შექცევა. 
სარაია ძალიან საყვარელი ადგილი იყო ჩვენთვის. აქ უამრავი რამ ინახებოდა ბავშვისთვის საიტერესო და სასურველი. თიხის ძველი ჭურჭელი, კიდევ უფრო ძველი ავეჯის ნატეხები და ტანსაცმელი, რომელიც ძველმოდური იყო, მაგრამ შეგეძლო აგეღო და შენთვის გადაგეკეთებინა. 
ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ერთი კაბა აღმოვაჩინე, ქსოვილი ცისფერი იყო და თეთრი გვირილები ეხატა. ამოვქაჩე ზანდუკის სიღრმიდან და მივიფარე. 
-რა ლამაზია-თქვა მაკომ და მის თვალებში მართლაც დიდი მოწონების სხივი აკიაფდა.
-ვთხოვ დედას, გრძელ ქვედაბოლოდ გადამიკეთოს-ვუთხარი მაკოს.
-კი, უნდა სთხოვო, ძალიან ლამაზი იქნება -მიპასუხა მან.
-დღეს მეც უნდა ჩავიდე ჩემი სახლის სარდაფში, იქნებ ბებიას რამე ჰქონდეს გადანახული, გრძელი ქვედაბოლოს შესაკერად რომ გამოდგება ისეთი-დასძინა მაკომ.
ამასობაში აივნის იატაკის ჭრაჭუნი გაისმა. ნაბიჯები მსუბუქი იყო, მაგრამ ჩქარი.
-სოფომ გაიღვიძა, დამალე ეს კაბა, თორემ წაგართმევს,- მირჩია მაკომ.
-ძონძი დავმალე, ძველი კარადის ბოლო უჯრაში ჩავჩურთე, მაგრამ სოფო შემოვიდა თუ არა სარაიაში, სწორედ იმ უჯრას მისწვდა და გამოაღო. 
-ეს ჩემია, შენ, აი, აქ მოძებნე რამე სხვა, -ვუთხარი ვედრებანარევი ხმით და ზანდუკზე მივუთითე.

- მე ეს მომწონს,- გამოაცხადა სოფომ და ნესტის სუნით გაჟღენთილი ძველმანი გულში ჩაიკრა.
ამ სანუკვარ ძველმანს ასე მარტივად ვერც მე შეველეოდი, ამიტომ წართმევა ვცადე და წავართვი კიდეც, თუმცა მცირე ხნით. ატირებული და ავიშვიშებული სოფო სამზარეულოსკენ გაქანდა და დედასთან დამასმინა.


საღამოს საოჯახო კრებაზე გადაწყდა, რომ თუ ამ ქსოვილს სხვა ქსოვილსაც შევუხამებდით, ორივესთვის გამოვიდოდა გრძელი, კოჭებს რომ ფარავს ისეთი, ქვედაბოლო და შეთანხმებაც შედგა.
საღამოს, მამიდა სამსახურიდან რომ დაბრუნდა, საკერავი მანქანა გავმართეთ და დილისთვის უკვე მზად გვქონდა ჩვენი აივნისფერი,  გვირილებით მოჩითული ლამაზი კაბები.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

Kids.ge-ს რჩევები

მოწამვლების თავიდან აცილების ეფექტურ ზომებს წარმოადგენს

ტოქსიკური ნივთიერებების, წამლებისა და შხამის შენახვა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, მათი დროული და ეფექტური მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ ცენტრებში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024