kids.ge logo

მთას ვიყავ

ფავორიტებში დამატება
მთას ვი−ყავ, მწვერ−ვალ−ზე ვი−დეგ,
თვალთ წინ მე−ფი−ნა ქვე−ყა−ნა,
გულ−ზე მეს−ვე−ნა მზე-მთვარე,
ვლა−პა−რა−კობ−დი ღმერთ−თა−ნა.
სა−კე−თილ−დღე−ო ქვეყ−ნი−სა
მედ−ვა სუ−ლად და გუ−ლა−და:
სი−ცო−ცხლე, მისთ−ვის სიკვ−დი−ლი
მქონ−და მე−ო−რე რჯუ−ლა−და.
ეხ−ლა თავ-თავქ−ვე მოვ−დი−ვარ,
ხევ−ში მი−მე−ლის ბნე−ლი−ა,
თან მიმ−დევს ფიქ−რი მწუ−ხა−რე,
გუ−ლის, გო−ნე−ბის მწვე−ლი−ა.
მაღ−ლი−დამ დაბ−ლა ჩა−მოსვ−ლა,
ვაჰ−მე, რა მე−ტად ძნე−ლი−ა!
წამ−ლო−ბას ვე−ღარ გა−მი−წევს
ეხ−ლა ცრემ−ლე−ბი ცხე−ლი−ა,
რად მო−ვალ, თავქ−ვე რად მო−ვალ,
ჩემს თავს რად ვიხ−დი ტი−ა−ლად?
იმ მთას თავს რისთ−ვის ვა−ნე−ბებ,
თუნდ ვიქ−ცე ტანჯ−ვის ფი−ა−ლად?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...ხევზედ მიდიან ნისლებიხევზედ მიდიან ნისლები, გაჩქარებულნი, მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა! ვეღარას ვ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026