kids.ge logo

მზე, მთვარე და ღრუბელი

ფავორიტებში დამატება
მზემ გა−დას−ძა−ხა მთვა−რე−სა:
- ვა−ნა−თებ ა−რე−მა−რე−სა,

შენ რის მაქ−ნი−სი მყავ−ხა−რო,
მთე−ლი დღე უქ−მად დგა−ხა−რო!

წარ−ბი შეჭ−მუხ−ნა მთვა−რე−მო,
- ღა−მეც ა−ნა−თე ბა−რე−მო,

თუ გინ−და, გე−ტყვი სი−მართ−ლეს,
დღე ვის სჭირ−დე−ბა სი−ნათ−ლე?

ა−მა−ზე ნუ ვი−კა−მა−თებთ,
ღა−მით სწო−რედ მე ვა−ნა−თებ!

ეს შე−მო−ეს−მა ღრუ−ბელ−სო,
ცრემ−ლე−ბი ულ−ბობს უ−ბე−სო.

თქვა - არ შეგშ−ვე−ნით არ−ცერთ−სო,
ჩხუბს რომ გა−მარ−თავთ ა−სეთ−სო,

თუ გა−ვიშ−ლე−ბი ზე−ცა−ზე,
გა−გე−ჯიბ−რე−ბით მეც ა−სე,

თქვენ კი კა−მათს არ მორ−ჩე−ბით,
არ−ცერ−თი არ გა−მოჩნ−დე−ბით.

შერ−ცხვა, სათქ−მე−ლი რა ჰქონ−და
და მზე მთებს მიღ−მა ჩა−გორ−და.

მთვა−რეც ფიქ−რებ−მა ა−რი−ა
და ნამ−გა−ლი−ვით გა−ლი−ა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციკოს თოვლის პაპაახლა წლამდე ცოტა დარჩა, მოადგება აგერ, მთებს. მუხის ძირას ციყვი ციკო თოვლის პაპას აკეთებს. მოაგროვა სამი ...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...რა დახატა ბაქარმახატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯვა ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზა-შარა. მერე - დიდი სახლი და გზაც ...მაიმუნიაბა, აქ სად ვიქანავებთ?! არ ჰკიდია ლიანები! ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?! არც ხეები შრიალებენ! თუკი რამეს მოგ...გოზინაყიდათვმა თაფლი მოიტანა, ტკბილი, როგორ შაქარი. ციყვმა ზამთრის მარაგიდან გაარჩია კაკალი. კურდღელი ჭრის ნიგოზს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026