kids.ge logo

მწყემსი ქალი

ფავორიტებში დამატება
დაგ−ძი−ნე−ბი−ა, ქა−ლა−ო,
ლა−მა−ზო, ხუჭუჭ-თმიანო,
ნე−ტა−ვი გა−მა−გე−ბი−ნა,
რა გე−სიზმ−რე−ბა, ღვთი−ა−ნო?!
მოფ−რე−ნა უ−და−ბურს ტყე−ში
ღა−მით რი−სა−გან გრგე−ნი−ა?
ვაჰ−მე, რო სა−ით შე−მოგხვ−დეს
ვე−ფხვი, დათ−ვი, ან მგე−ლი−ა!
ფეხთ ქა−ლამ−ნე−ბი აც−ვი−ა,
ტანთ კა−ბა გაც−ვე−თი−ლი−ო;
თა−ვი უდ−ვი−ა მკლავ−ზე−და,
უ−ჩანს თი−თე−ბი თლილიო…
თუმც დაღ−ლილს დას−ძი−ნე−ბი−ა,
მითც სუნთქ−ვა მეს−მის ბ−თხი−ლი−ო.
ზურგ−ზე−და გუ−და ჰკი−დი−ა,
თა−ვით კო−ბა−ლი უ−ძევ−სო.
ამ ტყის ან−გე−ლოზს გო−გო−ნას
ტკბილს ძილს არა-რა ურღ−ვევ−სო.
საბ−თხი−ლო კი−ა ზე−ცა−ო,
შენ გე−ვედ−რე−ბი ბე−ჩა−ვი,
იმ დღი−დან ამ დღემ−დი−სი−ნა
მუ−დამ ვყო−ფილ−ვარ ბედ−შა−ვი:
მა გო−გოს კალ−თა ა−ფა−რო,
ა−რი−დო ყვე−ლა მას ა−ვი.
თუ მის თვა−ლე−ბი გაჰქ−რე−ბა
და სხივს არ მო−მაყ−რი−ა−ნო,
გუ−ლის წყლულს არ მო−მირ−ჩე−ნენ,
ნის−ლებს არ გად−მიყ−რი−ა−ნო,
რაც ქვე−ყა−ნა−ზე მი−წა−ა,
სუ−ლამც მე მო−მაყ−რი−ა−ნო.
თქვენც გეხ−ვე−წე−ბით, ხე−ე−ბო,
და შენც, მდი−ნა−რევ ხმი−ა−ნო,
ე გო−გო - ჩე−მი სი−ცო−ცხლე -
ა−რაფ−რით და−მი−ზი−ა−ნო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...კახეთსმაღალ-ახადით გავხედავ, სამოთხეს კარი ეღება: ალავერდი სჩანს, კახეთი, ჩემის სამშობლოს შვენება; გულში ამოხდა...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026