kids.ge logo

სოფლისა წესი ასეა

ფავორიტებში დამატება
სოფ−ლი−სა წე−სი ა−სე−ა:
ჩვენ წა−ვალთ, სხვა−ნი რჩე−ბი−ან;
მკვდრე−ბის მა−გივ−რად მა−ლედ−ვე
მე−ო−რე−ე−ბი ჩნდე−ბი−ან.
სი−ცო−ცხლეს სი−ცო−ცხლე უყ−ვარს,
ეს მი−ტომ დად−ვა წე−სა−და;
სიკვ−დი−ლი გა−უ−ჩე−ნი−ა
მას თა−ვის გა−საკ−ვე−ბა−და.
იმი−ტომა სძულს უ−ძუ−ლუ−რი,
ვით ტან−საც−მე−ლი ძვე−ლი−ა:
რომ უყ−ვარს ნორ−ჩი, ა−ხა−ლი,
მით და−იმშ−ვე−ნოს წე−ლი−ა.
და−ვი−ხო−ცე−ბით, სიყ−ვა−რულს
სა−კუ−თარს, ნა−დებს გუ−ლა−და,
ვკარ−გავთ პი−რა−დად და ვფიქ−რობთ
საქ−ვეყ−ნოდ დაკარგუ−ლა−და.
მკვდარ−ნი ვე−კარგ−ვით სიყ−ვა−რულს,
ის ი−სევ რჩე−ბა ცხოვ−ლა−და,
დაფ−რი−ნავს, რო−გორც ფარ−ვა−ნა,
სა−ა−მო, კარ−გი ყოვ−ლა−და,
გუ−ლის ძგე−რა აქვს სა−მე−ფოდ,
ვნე−ბათ ღელ−ვა ჰყავს მშობ−ლა−და.
ცო−ცხლებს უძ−გე−რებს კვლავ გულ−სა,
შიგ ია-ვარდის მრგვე−ლი−ა,
ი−მის−გან ჰყვი−რის ი−რე−მი,
მი−სით დაფ−რი−ნავს შვე−ლი−ა;
მის−გა−ნა გა−ლობს ბუ−ლუბ−ლი,
მისგ−ნით−ვე მწვა−ნობს ვე−ლი−ა,
ი−მის−გან ხა−რობს ბუ−ნე−ბა -
უ−კა−ნასკ−ნე−ლი მწერია…
ზღვა−ში ი−ღუპ−ვის ჭა−ბუ−კი,
თა−ვის სატრ−ფოსთ−ვის ხე−ლი−ა.
დი−დე−ბა ქვეყ−ნის შე−მომქ−მედს,
რა კარ−გად და−უ−წე−რი−ა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...იმერეთსერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხს-აქათურო დედაო! გხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულა...გაზაფხულს ია ამოდისგაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთ...მუტრუკი მიტომ მუტრუკობსმუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026