kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება
რა−მო−დე−ნა ვე−ნა−ხი−ა,
ან რამ−დე−ნი ყურ−ძე−ნი−ა!
რთვე−ლი დად−გა, მო−საკ−რე−ფად
გა−მო−სუ−ლან უ−თე−ნი−ა.

მე ვე−ნახ−ში პირ−ვე−ლად ვარ,
ყვე−ლა ჩუ−მად მაკ−ვირ−დე−ბა,
ჯერ არც კრე−ფა შე−მიძ−ლი−ა,
არც კა−ლა−თის ა−კი−დე−ბა.

არც ი−მა−ზე ვდარ−დობ, წლე−ულს
მო−სა−ვა−ლი რო−გო−რი−ა,
ჩემს წინ მწი−ფე ყურძ−ნით სავ−სე
სამ−ნა−ი−რი გო−დო−რი−ა.

ერთ−ში - თეთ−რი, ერთ−ში - შა−ვი,
ერთ−ში კი−დევ - ქარ−ვის−ფე−რი...
ხან ერთს ვყლა−პავ, ხან მე−ო−რეს,
ლა−მის ა−რის და−ვით−ვე−რი.

პა−ტა−რა ვარ, გა−ვიზრ−დე−ბი,
მო−ვა ჩე−მი გარ−ჯის ჯე−რიც,
ჯერ ჯა−გა−ნი მო−მა−წო−დეთ,
ან ა−კი−დო ა−მი−ჭე−რით.

რომ ყურ−ძე−ნი სახ−ლის სხვენ−ზე
ზამ−თარ−ში−აც ე−წყოს ბლო−მად...
უხვ−მა რთველ−მა, ბევრ−მა ხილ−მა
შე−მაყ−ვა−რა შე−მოდ−გო−მა.

ნახატი ლექსები

ლექსზე „შემოდგომა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026