kids.ge logo

ყვავილები დედას

ფავორიტებში დამატება

დე−დის სით−ბო, დე−დის ხე−ლი
ვის არ უ−ღებს ქვეყ−ნის კა−რებს!
ცე−რო−დე−ნა რომ ვი−ყა−ვი,
სულ ვნატ−რობ−დი შინ და გე−რეთ:
სა−ჩუ−ქა−რი კარგ−ზე კარ−გი
რა მე−შოვ−ნა ი−მის−თა−ნა,
სი−ხა−რუ−ლით, სიყ−ვა−რუ−ლით
დე−დი−კოსთ−ვის მი−მე−ტა−ნა.
ყელ−სა−ბა−მი ვერ შევ−კად−რე,
ვერც პა−ტა−რა ჭრე−ლი ბურ−თი...
ვარ−ჩი−ე და ბო−ლოს დე−დას
მი−ვუ−ტა−ნე ბა−ტი−ბუ−ტი.

ცე−რო−დე−ნა რომ ვი−ყა−ვი,
სულ პა−ტა−რა ცელ−ქი ბავშ−ვი,
ა−რა−ფე−რი, ა−რა−ფე−რი
არ მიყ−ვარ−და ი−სე მა−შინ,
რო−გორც თეთ−რი ბა−ტი−ბუ−ტი
ჩა−ფიფ−ქუ−ლი კალათაში.

დღეს დი−დი ვარ, სკო−ლა−ში ვარ,
ნა−კა−დუ−ლებს წყა−როდ ვერთ−ვი,
მო−მავ−ლის−კენ მი−ვა−ბი−ჯებ,
არ მე−რე−ვა შავ−ში თეთ−რი.
გა−ი−ზარ−და ჩვე−ნი ე−ზოც,
ჩვე−ნი სახ−ლის ა−ივ−ნე−ბი
და დე−დისთვის მი−მაქვს ახ−ლა
ჩე−მი ბა−ღის ყვა−ვი−ლე−ბი.

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ვარადაშვილი (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული გიორგი კაჭახიძის ლექსი „ყვავილები დედას“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026