kids.ge logo

გაზაფხულის მაყრები

ფავორიტებში დამატება
მი−ი−პა−რე−ბა ზამ−თა−რი,
ძალ-ღონე გა−მო−ე−ლი−ა,
და თვალს ა−რი−დებს გა−ზა−ფხულს!..
რა ცუ−დი მას−პინ−ძე−ლი−ა!

კარის-კაცები თან მიჰ−ყავს:
ან−თე−ბა, სურ−დო და ხვე−ლა:
“წინ წყა−ლი, უ−კან მე−წყე−რი!..
წყალ−მა წა−ი−ღო სუყველა!”..

მის ნაცვ−ლად ვე−ლით გა−ზა−ფხულს:
ჟუ−ჟუ−ნა, მშვე−ნი−ე−რი−ა!..
ი−მი−სი ტა−ნი−სა−მო−სი
უ−ცხო და მრა−ვალ−ფე−რი−ა!

წინ მო−უძღ−ვი−ან ჩი−ტე−ბი
მაყ−რუ−ლით სა−ა−მუ−რი−თა,
ბულ−ბუ−ლი ჩან−გით დახვ−დე−ბა
და შაშ−ვი სა−ლა−მუ−რი−თა.

მერ−ცხა−ლი მა−ხა−რო−ბე−ლი
ჭიკ−ჭი−კით მო−ნა−ვარ−დე−ა
და სუნ−ნე−ლე−ბის მფრქვე−ვე−ლად
მზად ზამ−ბახ, ი−ა, ვარდი−ა.

ქვე−ყა−ნა მა−ჯას გა−იხს−ნის,
გუ−ლი და−უ−წყებს ძგე−რა−სა
და სა−ი−დუმ−ლო სი−მე−ბით
ი−წყებს ბუ−ნე−ბა ჟღე−რა−სა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...ვაშლი და შაქარამაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი. დიდი ხანია შესცქ...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026