kids.ge logo

ნაპოლეონ

ფავორიტებში დამატება
ნა−პო−ლე−ონ−მა გარდ−მო−ავ−ლო თვა−ლი ფრან−ცი−ას,
და თქვა: „ა−ბა−ო ხელმ−წი−ფე−ბამ რა შემიძინა?“
და რა ი−ხი−ლა თვისს დი−დე−ბის მსხვერპ−ლი თვის წი−ნა,
მისს მოღ−რუბ−ლულს შუბლს შუ−ქი რა−ღაც გარ−და−ე−ფი−ნა.

„ახ−ლა კი კმა−რა“, თქვა მან გულ−ში, „სურ−ვა აღ−მიხ−და:
სა−ხე−ლი ჩე−მი ვა−სა−ხე−ლე ქვეყ−ნის სა−ოც−რად,
შევ−მო−სე ძა−ლით საყ−ვა−რე−ლი ჩე−მი საშ−ვე−ნად
და და−უ−მო−ნე გულმტ−კი−ცე−ნი მას სადიდებლად“.

„მაგ−რამ მე გვამ−ში სუ−ლი ვერ−ღა მომ−თავ−სე−ბი−ა!
მი−თხზავს გვირგ−ვინ−სა დი−დე−ბისას მე თვი−თონ ბე−დი,
ხო−ლო მე უნ−და მას მო−ვას−ხა შა−რა−ვან−დე−დი;
ჟა−მი ჩე−მია და ჟა−მისა მე ვარ იმედი!“

„მაგ−რამ ვინ ი−ცის, იქ−ნე−ბა რომ ბედ−საც მოვს−წყინ−დე,
და სხვა მან ჩე−მის სა−ხე−ლითა და−აგ−ვირგ−ვი−ნოს!..
ა−რა, ა−რა მრწამს, რო−მე ბედ−მა მე მი−ორ−გუ−ლოს:
მე მან გამ−ზარ−და და თვისს გაწვრთ−ნილს რა−ღა მიხერხოს!“

„ვე−რა გა−უძ−ლებს ნა−პო−ლე−ონ მე−ტო−ქე−ებ−სა!
რა გინდ ძლი−ე−რად, მეც−ნი−ე−რად, ვინ ხელმ−წი−ფებ−დეს,
მა−ინც მე ი−გი ვერ ვით−ვი−სო, ვერ ჩე−მოდ−ნობ−დეს,
თვი−თონ სა−მა−რეც მე−ვიწ−რო−ოს, თუ ტო−ლი მყვანდეს!“

ბევ−რი დღე გა−ვა, რომ ჯერ ბევ−რი ვერ ვცნათ ჩვენ მი−სი!
თვი−თონ სიკვ−დი−ლიც მას უ−ებ−როდ აღ−მოგ−ვი−ჩი−ნებს:
დამქ−რა−ლი ცე−ცხლი და ზღვის ღელ−ვა წარ−მოგ−ვიდ−გი−ნებს
მისს ცე−ცხლსა სულ−სა და ზღვა გულ−სა გან−საკ−ვირ−ვე−ლებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამომიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო, მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო; მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე,...ჩემი ლოცვაღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცდომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გული...დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილიდამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ...ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...ჩემთ მეგობართჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ, არ დაიჩნიოთ შავის ბედ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026