kids.ge logo

ციცინათელა

ფავორიტებში დამატება
ჩე−მო ცი−ცი−ნა−თე−ლა!
რად მიჰფ−რენ ნელა-ნელა?
შენ−მა შო−რით ნა−თე−ბამ
დამწ−ვა და და−მა−ნე−ლა!
ა−ნა−თებ და კარ−გი ხარ,
მე თუმც ა−რას მარ−გი−ხარ!
ჩე−მი ი−ყო, ის მინ−და,
შენ კი სხვი−სი ბარ−გი ხარ!
აბ−რე−შუ−მის პე−პე−ლა,
ფუტ−კა−რი და წურ−ბე−ლა,
შენ−ზედ სარ−გებ−ლი−ა−ნი
შენ გე−ნაც−ვა−ლოს ყვე−ლა!
წურ−ბე−ლა მკურ−ნა−ლი−ა,
მაგ−რამ ცო−ტა მყრალია…
მში−ე−რი - სისხ−ლის მტე−რი,
რომ გაძ−ღე−ბა - მთვრა−ლი−ა!
მაშ რად მინ−და წურ−ბე−ლა?
მან გუ−ლი და−მიბ−ნე−ლა!
ი−სევ შენ და ი−სევ შენ,
ჩე−მო ცი−ცი−ნა−თე−ლა!
მე−ო−რე თაფლს და სან−თელს
გვი−კე−თებს და სარ−გე−ბელს
მით გვაძ−ლევს, მაგ−რამ კბე−ნით
გვი−სი−ვებს ცხვირ-პირს და ხელს!
მაშ რად მინ−და ფუტ−კა−რი,
მკბე−ნა−რი, მო−ი−სა−რი?
ი−სევ ცი−ცი−ნა−თე−ლა,
უ−წყი−ნა−რი ის ა−რი!
მე−სა−მე ტანს გვი−მო−სავს,
წყნა−რია და არ იქმს ავს,
მაგ−რამ უგ−ნუ−რე−ბი−თა
პარკ−ში იღრ−ჩობს თა−ვის თავს!
მაშ რად მინ−და პე−პე−ლი,
უგ−ნუ−რად თა−ვის მკვლე−ლი,
და რო−გორ არ მერ−ჩი−ოს
მა−საც ცი−ცი−ნა−თე−ლი?
ჩე−მო ცი−ცი−ნა−თე−ლა,
სა−ით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შე−ნი ერთგუ−ლი,
სხვა მო−გა−ტყუ−ებს ყვე−ლა.
მებ−რა−ლე−ბი, - კარ−გი ხარ!
და ვა−ი, სხვის ბარ−გი ხარ!
სხვებს ბნელ−ში−აც უ−ნა−თებ,
მე კი დღეც არ მარ−გი−ხარ.
ნე−ტავ რი−სა გაქვს რი−დი?
ჩემს−კე−ნაც გა−მოფ−რინ−დი,
ნა−თე−ლი მო−მა−ფი−ნე,
მეც გა−მი−ნა−თე ბინ−დი!
კმა, რაც დღემ−დის ვი−წა−მე;
აწ საყ−ვარ−ლად მი−წა−მე
და მა−შინ შენს სიყ−ვა−რულს
და−მა−ვი−წყებს მი−წა მე!..
ჩე−მო ცი−ცი−ნა−თე−ლა,
სა−დღა ჰფრენ ნელა-ნელა?
შენ−მა შორ-შორ ნა−თე−ბამ
უდ−რო−ოდ და−მა−ნე−ლა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026