kids.ge logo

ნაბია და წკიპა

ფავორიტებში დამატება
ჰე−ი, ბი−ჭო, ბი−ჭო, წკი−პა!
გახ−სოვს, ბე−ბომ რომ გაგწკი−პა?
ვაშ−ლის ქურ−დი დე−დის კალ−თას
ა−მო−ე−კარ, რო−გორც ტკი−პა.
-შე ნა−ბი−ავ, მე−რე მა−გას
ვი−ნა მა−ლავს, ვი−ნა ჩქმა−ლავს!
თუ მა−რე−ა, შენ კი ჩემ−ზე
ცო−ტა რა−მე მო−გი−პა−რავს?!
-ა−ბა რო−დის? -ა−ი გუ−შინ,
თუნ−და ვკი−თხოთ, ე−გე, ჯი−ბოს,
შერ−ცხვე−ნი−ლი ის გა−მოდ−გეს,
ტყუ−ი−ლე−ბი ვინც ჩაჯი−ბოს!

-რა−ო, რა−ო?! რა−და ცრუ−ობ,
შე ბაბ−რი−ავ, შე ნა−გა−ზა!
ფე−ლა−მუ−შის კოვ−ზი ცხვირ−ში
დე−დამ მაშ ვის უ−თა−ვა−ზა?
-წი−ტებს ვლოკდი!-ჰოდა რად−გან
ვე−ღა−რაფ−რით და−გი−ო−კა,
მსუ−ნაგ−სა და ავ−მუ−ცე−ლას
ცი−ცხვიც მი−ტომ გა−გა−ლო−კა.

-ბი−ჭო, მე−რე, გა−ნა ა−მას
შენ ე−ძა−ხი ქურ−დო−ბა−სა?!
შე მუდ−რე−გო, ა−ღარ გახ−სოვს:
საწ−ნა−ხელ−ში ყურძ−ნო−ბი−სა
ტკბი−ლის ნაცვ−ლად ჩა−ფუ−ნი−დან
ვი−ნა ყლა−პა ჩუ−მად დურ−დო?
ვინ გა−თა−თხეს? მე თუ წკი−პა?
ავ−ყი−ავ და მართ−ლა ქურ−დო!
-ა−ბა რო−დის? ა−ბა რო−დის?
მ−ტყუ−ანს მოს−ტყდეს მართ−ლა ე−ნა;
ცილს რომ მწა−მებ უ−ნა−მუ−სოდ,
ე−სეც შე−ნა, ე−სეც შე−ნა!

ორ პა−წი−ა მებრ−ძოლს შო−რის
დატ−რი−ალ−და ჩხუ−ბის ჯა−რა;
ტკბილ ღი−მი−ლით გაშ−ვე−ლე−ბა
ი−სევ ბე−ბომ და−აჩ−ქა−რა:
ა−იწია კა−ბის კალ−თა,
ხე−ლი ჯი−ბეს და−ისწორა,
ა−მო−ი−ღო წყვი−ლი ვაშ−ლი
და ცალ-ცალკე გა−უ−გო−რა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026