kids.ge logo

შეჯიბრება საღორიის ტყეში

ფავორიტებში დამატება
კვირკობ-მარიობის თვეში
საღორიის უღრან ტყეში,
ნადირთ შორის გამართა
პირველობა ჭამა-სმაში.
იმ შეჯიბრზე თავად გახლდით,
თქვენი ტოლი ვიყავ მაშინ,
დაახვავეს სალაფავი,
სასმელი და საყლაპავი,
მოაქვთ გოდრით,
მოაქვთ ურმით:
ყველი,
პური,
ხაჭაპური,
თაფლი - კასრით,
ღვინო - ჭურით,
ვაშლი,
მსხალი,
ხეჭეჭური,
გოგრა,
ნესვი,
კარტოფილი,
წაბლი,
გობზე დაწყობილი.
გამოვიდნენ ფალავნები
ზოგი ძალით,
ზოგი ნებით,
გადმოთელეს სტადინი,
გადმოთელეს გაზონები,
და ღორები ვიდრე გვერდზე
ვირებს მუცლებს აზომებდნენ,
ცებ ჩართეს წამმზომები.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
თავს დაცხრა საჭმელს ქორი.
რომ გავარდა უცებ ყვავი,
ყვავი სვავის ნათესავი,
ყვავს ფეხდაფეხ მიჰყვა სვავი,
დათვმა კასრში ჩარგო თავი.
განაბული ყველა ელის,
გამარჯვებს შმაგი მგელი.
მაგრამ, ვაგლახ, შეცდა ყველა,
მგელს გაუსწრო წამით მელამ.
ტურამ დანთქა ყველა ჭური,
ბაჭიბი მოკვდნენ შურით.
ვაშლის ხარბი
დარბის ზღარბი,
თავის არჩივს
ძებს მაჩვი.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
ძლივს მოგლიჯეს საჭმელს
ჯორი.
ვირს დაადგა გასაჭირი,
- მიშველეთო, - ყვირის ვირი.
ვერ აჯობებთ ვერვინ, ვერა,
საჭმელს ძერა
დაეძგერა.
სტადიონზე გრგვინავს ტაში,
ცხენს გაუსკდა ჭამით ფაშვი.
გაბერილი უმი ნიყვით
გაათრიეს გვერდზე ციყვი.
თხა ძროხას და ირემს შველის,
გულწასული გაჰყავთ შველი.
გაუზრდელი, ბრიყვი, ანცი
არვის აცლის
შავი ვაცი,
ცინის და წვერს ივარცხნის,
ბა, განი,
ბა, განი,
გაჰყავთ ვაცი
ხულიგანი.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
გაინაბა სტადინი.
ჟრუანტელი უვლის ტანში.
ბა, ტაში,
ჩქარა ტაში,
მეცხრე კასრი მიაქვს ყბაში.
გამარჯვების დასცხეთ მარში,
ერთი, ორი,
არ ჰყავს სწორი,
ჩემპინი გახდა ღორი.
სე ყველა ნადირს გზები
მოუჭრა და მოცელა
და იმ დღიდან დაწესეს
ეს ტიტულიც - ღორმუცელა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნოდარ დუმბაძის სხვა ლექსები:

ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრება
კურდღელმა უთხრა: - მწევარო!
შენ რომ დაეძებ, მე ვარო,...
ქურდბაცაცა ბაჭია
ამდენ მწვანე კომბოსტოს
არც ჩიტი ჭამს, არც ჭია....
თაგვი
თაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ,
რომ მაბრალებენ ამდენსო,...
ყვინჩილა
საქათმის კარებს რომ არ გიღებ,
ამისთვის მემდური, ყვინჩილა?...
სათვალე
ბები, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,...
„ყვავილი“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ლექსი „შეჯიბრება საღორიის ტყეში“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „შეჯიბრება საღორიის ტყეში“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

აირიდეთ სევდიანი დამშვიდობებები

თუ თქვენი შვილი ნერვიულობს იმაზე, რომ შორდებით, მიეცით მას რაიმე ხელშესახები, რათა გაგიხსენოთ, მაგალითად, მიეცით მას თქვენი სურათი, აკოცეთ ხელსახოცს ან გამოუჭერით გულის ფორმის ქაღალდი და ჩაუდეთ იგი ჯიბეში. რაიმე ნივთის მიცემა, რომელსაც იგი ფიზიკურად შეეხება, თავს უფრო მშვიდად აგრძნობინებს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები თამაშზე და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ელიზბარ გაბუნია
მელაკუდა სასამართლოზე

ელიზბარ გაბუნია

- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი,
ამოვიდა, უკვე ყელში....
ვასილ გულეური
ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ვასილ გულეური

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან -...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები თამაშზე და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ლელა ცუცქირიძე
თიკანი

ლელა ცუცქირიძე

-არ მოგწყინდა თიკანო
ეს ამდენი კიკინი?...
მანანა ქურდაძე
ტყის ზეიმი

მანანა ქურდაძე

ტყის ბინადართ გადაწყვიტეს, 
ერთად შეხვდნენ ახალ წელს;...
ნათია აბულაძე
ღრუტუნა

ნათია აბულაძე

ერთმა ღორმა_ღრუტუნამ,
საჭმლის ქვაბი დამალა...
ინგა ქორდელი
ბაყაყები

ინგა ქორდელი

ყიყინებენ ჭაობში,
ერთობიან ამით,...
ვასილ გულეური
ბუ

ვასილ გულეური

დღისით წიგნებს კითხულობს,
არ შორდება ფუღუროს....

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები თამაშზე და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

გივი ჭიჭინაძე
ასოხატულა კუნწულები

გივი ჭიჭინაძე

არჩევანი, არადანი.
ალამს ახვევს ალამდარი....
ვასილ გვეტაძე
ზოოპარკში

ვასილ გვეტაძე

ერთხელ კიდევ რომ ნახოს
საოცრება ნამდვილი,...
მანანა ტონია
ქურდი ბეკო

მანანა ტონია

იყო და არა იყო რა,
რა იქნებოდა რა? -...
მანანა ტონია
ტყის სამართალი

მანანა ტონია

მელამ დათვი დაპატიჟა,
წამო ჩქარა ჩემთან ნათლი,...
მანანა ტონია
კატისა და თაგვთა შერიგება

მანანა ტონია

თაგუნების სოროში,
ზეიმია ნამდვილი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024