kids.ge logo

ბუნების ენა

ფავორიტებში დამატება
რას ჭიკჭიკებს ის მერცხალი,
რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ?
ლამაზი და მყარი ბუდე,
ვანზე გაკეთა,
ხუთი ბარტყი რომ დაჩეკა,
და დაზარდა,-ჩუმად ვხედავ,
ალბათ,-ლაღად იფრინეთო,-
ლოცავს ბარტყებს,ჩიტი-დედა.
ან ნივი რას ჩურჩულებს?
რას უამბობს ვარდს არ ვიცი?
ია,მოკლე ლურჯი კაბით,
სირცხვილითა რაზედ იწვის?
ან იმ ვაზსა რაღა უნდა?-
ჩაჰხუტვია ჭიგოს მაგრად,
ღაწვზე ცრემლი დაჰკიდვია,
მიტეხეს ლერწი ალბათ.
ან ის კრუხი რას ქოთქოთებს,
წიწილებსა უხმობს მასთან?
ცდილობს ხიფათს აცილოს?
ახლოს არ უშვებს კატასთან,
ვის უმღერის ასე ნაზად,
ტოტზე მჯდარი ის ბულბული?
ან მდინარე რას მოგვითხრობს?-
მესმის მშვიდი წყლის დუდუნი.
ან ზღვა რაზედ აბობოქრდა,
ვაწყენინე მე მას ნეტავ?
ზვირთებს ისვრის გულმოსული,
მიკარებას ვეღარ ვბედავ.
ან ჟუჟუნა წყნარი წვიმა,
რას უამბობს გამხმარ მიწას?
რა ტკბილ ზღაპარს ეუბნება,
ნაკადული მთას რას ჰფიცავს?
შენ ტოროლავ,- სისხამ დილით,
ნეტავ რაზედ, რაზედ მღერი?
გემის ქიმზე ჩამომსხდრები,
რაღას ბჭობენ თოლიბი,
მე ბუნების ენა მინდა,
რომ მესმოდეს მისი ნეტავ,
რომ გავიგო ტყის ნანინა,
და ჩურჩული ბალახ - ხეთა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

მანანა ტონიას სხვა ლექსები:

მზე და მთვარე წაეკიდნენ
მზე და მთვარე წაეკიდნენ,
არა მე და არა მეო,...
პეტიკო და ჯაგრისი
პატარა პეტოს სკოლაში,
აჩუქეს ციცქნა ჯაგრისი,...
საოცარი ქვეყანა
ზღაპრის გუდა ამ დილით,
გზაზედ შემომეყარა,...
კატისა და თაგვთა შერიგება
თაგუნების სოროში,
ზეიმია ნამდვილი,...
ვინ რა ჰქნა?
წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით?
გადარია ნაკადული,...
„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული მანანა ტონიას ლექსი „ბუნების ენა“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ბუნების ენა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მათ იყვნენ კარგი მსმენელები

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძნელია ჩვილების ცნობისმოყვარე გონების შეკავება. თუმცა, სკოლამდელ ასაკში, თქვენს პატარას მოუწევს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა სიმღერა, ხატვა, მასწავლებლის მოსმენა და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს ჯდომას და ყურადღების მოკრებას. იყო კარგი მსმენელი, ეს ნიშნავს, აქტიურად მიიღო მონაწილეობა სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა საქმიანობაში

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ემილი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ნინო მზესელი
ტყეში სკოლა გაიხსნა

ნინო მზესელი

ტყეში სკოლა გაიხსნა,
შროშნის ზარი გაისმა,...
ნოდარ დუმბაძე
პრანჭიები

ნოდარ დუმბაძე

სულ ერთი ციცქნა, პაწია
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,...
ვასილ გულეური
მელაკუდას სორო

ვასილ გულეური

მელაკუდა კლიენტს ეძებს
- აბა, ვის გსურთ ბინაო?...
მაია წიგნაძე
მსუნაგი ბელის ამბავი

მაია წიგნაძე

იყო და ნეტავ რა იყო,
ამბავი არის ნამდვილი,...
ნათია ჯანაშია
სპილოს დიეტა

ნათია ჯანაშია

სპილო ძლიერ გასუქდა,
გახდა ათი ტონა. ...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

ედუარდ უგულავა
ცუგა და ფისო

ედუარდ უგულავა

როგორც წინათ, ჩვენი ცუგა
ბევრს არაფერს ითხოვს,...
სოფო გასიტაშვილი
კუ და ლოკოკინა

სოფო გასიტაშვილი

თურმე ერთ დღეს დაძმობილდნენ
კუ და ლოკოკინა,...
მაყვალა მრევლიშვილი
კიკლი-კიკლი

მაყვალა მრევლიშვილი

კიკლი -
კიკლი,...
ლელა ცუცქირიძე
კარგი ბელი

ლელა ცუცქირიძე

პანტის ხეზე აძვრა ბელი,
კარგი, განა საძაგელი?!...
მანანა ტონია
რეზოს კნუტები

მანანა ტონია

რეზოს ჰყავს სამი კნუტია:
თეთრა, მჩხავანა, ბუტია,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე

მანანა ტონია
ბადი ბელი

მანანა ტონია

გალიაში ცხოვრობს მარტოდ,
პაწაწინა დათვის ბელი,...
მანანა ტონია
მუქთა მჭამელები

მანანა ტონია

ბატმა ცომი მოზილა,
თეთრი, თეთრი, ფითქინა,...
მანანა ტონია
საოცარი ქვეყანა

მანანა ტონია

ზღაპრის გუდა ამ დილით,
გზაზედ შემომეყარა,...
მანანა ტონია
ცხოველთა აღლუმი

მანანა ტონია

ლომმა გასცა ბრძანება,
გვაქვს ცხოვრება მალული,...
მანანა ტონია
სუფთა ღრუტუნია

მანანა ტონია

ბინძური და ლაფიანი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024