kids.ge logo

საიდუმლო ბარათი

ფავორიტებში დამატება
სა−ი−დუმ−ლო ბა−რა−თო!
გი−თხრეს: “ექ−მენ მა−რა−დო
სი−ხა−რუ−ლის მიმ−ნი−ჭედ
და სევ−დი−სა ფა−რადო”.

მისთ−ვის გი−დებ უ−ბე−ში,
გალ−ბობ ცრემ−ლის გუ−ბე−ში,
ა−მის−რუ−ლო, რაც გი−თხრეს,
თუ ხარ ჩე−მი ნუ−გე−ში!

ვე−რა მხე−დავ მდუ−მა−რეს,
ცრემ−ლებს რომ ვღვრი მდუ−ღა−რეს?
რად არ მე−ტყვი მის ამ−ბავს,
ნუ−გეშს არ მცემ მწუ−ხა−რეს?

რო−ცა მი−სი მარჯ−ვე−ნა
გრძნო−ბით გხა−ტავ−და შე−ნა,
თვალთ ცრემ−ლი ვერ შე−ნიშ−ნე,
ვერც სა−ხე−ზედ მო−წყე−ნა?

რო−ცა ამ სი−ტყვებს სწერ−და,
გუ−ლი ხში−რად უძ−გერ−და?
და თან ტკბი−ლის გრძნო−ბითა
სიყ−ვა−რულ−სა დაგმ−ღერ−და?

ან როს ფა−რუ−ლად მა−ნა
შენ ჩემ−თან გა−მოგგ−ზავ−ნა,
ან−გე−ლო−სი სუ−ფევ−და
მის გულ−ში, თუ სა−ტა−ნა?

ა−რა! ამ გრძნო−ბას გა−ნა
მიჰ−ბე−დავ−და სა−ტა−ნა?!
მა−შინ უ−კუღ−მა ბრუნ−ვას
ი−წყებ−და თვით ქვე−ყა−ნა!

სა−ი−დუმ−ლო ბა−რა−თო,
მექ−მენ… მექ−მენ მა−რა−დო
სი−ხა−რუ−ლის მომ−ნი−ჭედ
და სევ−დი−სა ფა−რადო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026