kids.ge logo

თქვენი ჭირიმე

ფავორიტებში დამატება
ამ დღეს ვე−ლო−დი, მოვესწარ!…
ვი−ცი−ნი, ა−ღარ ვტი−რი მე.
ა−ხალ−გაზრ−დე−ბო, აწ კი თქვენ
გა−მო−დით, თქვე−ნი ჭი−რი−მე!…

ბევ−რი რამ მითქვამს… რომ მეთქ−ვა,
და−ვი−მა−ხინ−ჯე პი−რი მე!..
ახ−ლა არ გვგლე−ჯენ ე−ნა−სა, -
სთქვით რა−მე, თქვე−ნი ჭი−რი−მე!

“ას−ჯერ გა−ზო−მეთ და ერთ−ჯერ
გამოსჭერთ,” ახ−ლაც ვყვი−რი მე.
ნუ აჩ−ქარ−დე−ბით! ნურც ში−შობთ,
გამტ−კიც−დით, თქვე−ნი ჭი−რი−მე!

ბევ−რი ვე−ცა−დე, ძირმ−წა−რეს
ვერ გა−ვუ−თხა−რე ძი−რი მე.
ახ−ლა კი თქვე−ნი ჯე−რი−ა,
დაჰ−ბა−რეთ, თქვე−ნი ჭი−რი−მე!

კუ−ბოს კა−რამ−დე მი−სუ−ლი
რა−ღა ვარ, გა−ნა−წი−რი მე?
მაგ−რამ თან თქვე−ნი ი−მე−დი
მიმყ−ვე−ბა, თქვე−ნი ჭი−რი−მე!

ნუ გა−მიმ−ტყუ−ნებთ ი−მედ−სა,
ხომ ხე−დავთ, ა−ღარ ვტი−რი მე!
დრო მო−დის - ერ−თად ვი−ცი−ნოთ!
ვი−ცი−ნოთ, თქვე−ნი ჭი−რი−მე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...გორიგორო, ქართლის შუაგულო მეთაურო ქართლისაო, ადრე ღირსად წამებულო, დღესაც მთქმელო მართლისაო! ძირს გორის-ჯვარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026