kids.ge logo

მეგობრობა

ფავორიტებში დამატება

თურ−მე ერ−თი ჩი−ტუ−ნი−ა
ფრთა−მა−ლი და ფრთა−ხა−ტუ−ლა
ხის ტო−ტებ−ში მი−მა−ლუ−ლა,
გა−სუ−სუ−ლა, განაბულა.

სუნთქვაშეკრული ცახ−ცა−ხებს,
ვერ ი−კა−ვებს ცრემ−ლებს ვე−რა,
ხეს გო−რო−ზად დასტ−რი−ა−ლებს
ა−ვად მომ−ზი−რა−ლი ძე−რა.

”დავიღუპე” - ტი−რის ჩი−ტი,
ი−სე ტი−რის, ვერც კი ამჩ−ნევს:
”მორ−ჩა, ვერ−სად გა−ვექ−ცე−ვი
ამ ბო−რო−ტი ძე−რის კლანჭებს!”

”მეგობარო, რა მოგსვ−ლი−ა?
ა−სე მწა−რედ რა−ტომ მოსთქ−ვამ?”
შე−მო−ეს−მა უ−ცებ მტი−რალს
იქ−ვე, ახ−ლოს, ფუ−ღუ−რო−დან.

”როგორც იქ−ნა, და−ვა−ძი−ნე,
შენ კი გა−მიღ−ვი−ძე ბავშ−ვი”
ფუ−ღუ−რო−დან იმ−ზი−რე−ბა
დე−და ციყ−ვი, უ−კან დღნაშვი.

”ბოდიშს ვიხ−დი, არ მინ−დო−და”,
ში−შით სულ მთლად ა−კან−კა−ლებს:
”ჩე−მი საქ−მე წა−სუ−ლი−ა,
ხე−დავთ? ძე−რა მითვალთვალებს”.

”ჰმ, უ−ყუ−რე, რა−ებს ბე−დავს,
სა−ძა−გე−ლი, ურ−ცხვი, ფლი−დი,
ა−რა−ფე−რი გა−მო−უ−ვა,
მო−დი, ჩვენ−თან შემოფრინდი.

გიმასპინძლებთ მთე−ლი გუ−ლით,
მეც და ჩე−მი ციცქ−ნა დღნაშ−ვიც,
ხან ა−სეა, ხან ი−სეა,
რა არ ხდე−ბა ცხოვრებაში.”

ჩი−ტუ−ნი−ა ატკრ−ცი−ალ−და,
და−ა−ვი−წყდა სულ მთლად ში−ში:
”ა−რა−სო−დეს და−ვი−ვი−წყებ
თქვენს სახლ−ში რომ შემომიშვით.”

”გაიგონე? ხარ−ბო ძე−რავ,
მე−გობ−რე−ბი და−მი−ცა−ვენ,
შე−ნი ა−ღარ მე−ში−ნი−ა,
ვე−ღა−რა−ფერს და−მი−შა−ვებ.”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარიკელას ეძინება„დედიკონა, ზღაპრის დროა, ნახე, როგორ მეძინება!“ პაწაწინა მარიკელას ეშმაკურად ეცინება. „...გაზაფხულიაბა, დელია, დელია ცხოვრება მშვენიერია. პატარა გოგო-ბიჭები მიდიან, მიიმღერიან: მზეს დავასწარით ადგომა, მერ...ნია და სერიალიყურადღებას ითხოვს ნია, ადგილი ვერ უპოვნია, არც დედიკოს, არც ბებიას მისთვის არავის სცალია. აზუზუნდა ჩვენი ...გაბუტულან ტოროლებიგაბუტულან ტოროლები, აბრაზებენ ოლოლები, კვერს უკრავენ გუგულები, კისკისებენ ბულბულები, მხრებს იჩეჩენ კაჭკაჭ...სპლიყვი„რაღა გითხრა, არც კი ვიცი, კეთილი ხარ, მაგრამ ბრიყვი!“ – დედა სპილოს საყვედურებს თავდახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026