kids.ge logo

სპლიყვი

ფავორიტებში დამატება

„რა−ღა გი−თხრა, არც კი ვი−ცი,
კე−თი−ლი ხარ, მაგ−რამ ბრიყ−ვი!“ -
დე−და სპი−ლოს საყ−ვე−დუ−რებს
თავ−დახ−რი−ლი ის−მენს სპლიყვი.

„ხომ გი−თხა−რი, მო−ე−რი−დე,
შენ დი−დი ხარ, ის კი - ცი−და,
ა−ქამ−დე რაც და−გა−რი−გე,
მაგ თა−ვი−დან გაგიფრინდა?“

სპილყვი ყუ−რებს ა−პარ−ტყუ−ნებს:
„სულ ტყუ−ი−ლად მი−ჯავრ−დე−ბი,
ტყე−ში ჩემთ−ვის ვსე−ირ−ნობ−დი,
ა−რა−ფერს არ ვაშავებდი.

უ−ცებ კვნე−სა შე−მო−მეს−მა,
გა−ვი−ხე−დე და რას ვხე−დავ?!
ჩა−სუ−ქე−ბუ−ლი ბა−ჭი−ა
თურ−მე კუნძ−ში გაიჭედა.

„ბაჭი, ცო−ტაც მო−ით−მი−ნე,
რო−გორც წევ−ხარ, ი−სე დარ−ჩი,
მაგ კუნძს ერთს ი−სეთს შე−მოვ−ცხებ,
რომ სულ ნა−ფო−ტე−ბად დავშლი.“

შევძახე და გა−ვი−ქე−ცი,
მაგ−რამ რა−ღაც ვერ გავთ−ვა−ლე,
კუნ−ძამ−დე რომ მი−ვირ−ბი−ნე
მთე−ლი ტა−ნით შევეხალე.

და დავ−გორ−დით თავ−დაღ−მართ−ზე
მეც, ბა−ჭი−აც კუნ−ძი−ა−ნად,
გვერ−დე−ბი სულ დაგ−ვე−ჟე−ჟა,
ცხვი−რიც გამისისხლიანდა.

ტყუილი მა−ინც არ მითქ−ვამს,
კუნ−ძი ნა−ფო−ტე−ბად იქ−ცა,
ბა−ჭი−ა უ−ცებ წა−მოხ−ტა
და ში−ნი−სა−კენ გაიქ−ცა.

„მეტი წინ−და−ხე−დუ−ლო−ბა
არ გა−წყენ−და!“ - წყრე−ბა სპი−ლო:
”დიდს კი ჰგავ−ხარ, მაგ−რამ ჭკუ−ა
პა−ტა−რის გაქვს, გეს−მის, შვილო?”

სპლიყვს სი−ტყვაც ა−ღარ და−უძ−რავს,
თუმ−ცა, მო−წყე−ნი−ლი ჩან−და:
„ნე−ტა ერ−თი, ჩემს ად−გილ−ზე
თვი−თონ დე−და რას ი−ზამ−და?“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმაწვიმს და წვიმს, წკაპ და წკუპ, ცას რაღაცის თქმა სურს, ბუნება პირს იბანს ახლა. წკაპ და წკუპ, წკაპ და წკუპ, ...ნია და სერიალიყურადღებას ითხოვს ნია, ადგილი ვერ უპოვნია, არც დედიკოს, არც ბებიას მისთვის არავის სცალია. აზუზუნდა ჩვენი ...გაზაფხულიაბა, დელია, დელია ცხოვრება მშვენიერია. პატარა გოგო-ბიჭები მიდიან, მიიმღერიან: მზეს დავასწარით ადგომა, მერ...მარიკელას ეძინება„დედიკონა, ზღაპრის დროა, ნახე, როგორ მეძინება!“ პაწაწინა მარიკელას ეშმაკურად ეცინება. „...გაბუტულან ტოროლებიგაბუტულან ტოროლები, აბრაზებენ ოლოლები, კვერს უკრავენ გუგულები, კისკისებენ ბულბულები, მხრებს იჩეჩენ კაჭკაჭ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026