kids.ge logo

შოშია

ფავორიტებში დამატება
- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრინადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ
ვიყავი დარდინადა.
გული და სული, სურვილი
სულ აქეთ მეზიდებოდნენ,
სამივე ერთად ტოკავდნენ,
ქერქში აღარა დგებოდნენ.
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ მივენდე იღბალსა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდევაც
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა.
არცა მღალატობს იმედი,
ფრთებსა შლის ჩემი გუნება;
თვალს იფშვნეტს ნამძინარევსა,
იღვიძებს, დგება ბუნება.
მოსჩქეფენ ნაკადულები,
მორბიან, მოიმღერიან,
ამსხვრევენ ყინულთ ბორკილსა,
ველთა სიმწვანეს ელიან.
მეც ვეგებები გაზაფხულს
ფრთების ქნევით და სტვენითა,
ვახარებ დიდს და პატარას
მის მოსვლას ტკბილის ენითა.
რა ვქნა, ვერ ვძლებდი შორს ქვეყნად,
გული სულ არა დგებოდა,
იქ მუდამ დარდში მყოფელსა
აქ შვება მელოდებოდა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

შიო მღვიმელის სხვა ლექსები:

პირველი გაზაფხული
პირველი გაზაფხულია,
ბიჭო, გავიდეთ ველადა,...
ნაბია და წკიპა
ჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა!
გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა?...
მთხოვარი
გზის პირას იდგა მთხოვარი,
სად ხალხი მიმოდიოდა,...
საყვედური
ფისო ფისოს ეუბნება:
- არ გრცხვენია, ძამიაო,...
შემოდგომა
დასევდიანდა ბუნება,
ფერი შეუკრთა ტყე-ველსა,...
„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული შიო მღვიმელის ლექსი „შოშია“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „შოშია“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

გონივრული შეზღუდვები - კონტროლი

ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რითაც ისინი შეძლებენ გაიგონ როგორ იმოქმედონ ხშირად კომპლექსურ სამყაროში. გამოავლინეთ სიყვარული თქვენი ბავშვებისდამი შეზღუდვების დაწესებით, რათა მათ შეძლონ უსაფრთხოდ აღმოაჩინონ თავიანთი მისწრაფებები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ზამთარზე

რაფიელ ერისთავი
ზამთარი

რაფიელ ერისთავი

(ყმაწვილის მოგონება)
...
შიო მღვიმელი
ზამთარი

შიო მღვიმელი

თეთრად ქათქათებს მინდორი,
ბიჭო, რას უზი კერასა?...
ლუარა ჭანტურია
მამალი

ლუარა ჭანტურია

,,წუხელ ღამე იმ მამალმა
ყივილით, რომ გაათია....
ნინო მზესელი
მუსიკოსები ტყიდან

ნინო მზესელი

__ მე დავიჭერ წინწილას,
თათსწრაფი და მკვირცხლი ვარ....
შიო მღვიმელი
პაწია მერცხალი

შიო მღვიმელი

მე პაწია მერცხალი ვარ,
მოჭიკჭიკე, მოალერსე;...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ზამთარზე

ნესტან კუპრავა
ჩამობარდნა თეთრად ტყეში

ნესტან კუპრავა

მთელი ღამე უთოვია!
ჩამობარდნა თეთრად ტყეში,...
ნესტან კუპრავა
კატა და თაგუნია

ნესტან კუპრავა

-ვინ ბრძანდება კატა-მატა?-
იქადნება თაგუნია....
მაყვალა მრევლიშვილი
ციგაობა

მაყვალა მრევლიშვილი

გაჰკრა ბაბუა ზამთარმა,
ზეცა გაფხრიწა ნეკითა,...
მანანა კაკაჩია
ბეღურები გვასწავლიან

მანანა კაკაჩია

მზემ მოქარგა არემარე,
თუმც ჰაერი ცივია,...
ლელა გაბური
ტ - უკანი

ლელა გაბური

ტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს
რადგან ჩიტები უყვარდათ,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე და ლექსები ზამთარზე

აკაკი წერეთელი
მგელი და კრავი

აკაკი წერეთელი

ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,...
მანანა ტონია
სუფთა ღრუტუნია

მანანა ტონია

ბინძური და ლაფიანი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,...
გივი ჭიჭინაძე
როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

გივი ჭიჭინაძე

შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:...
მანანა ტონია
მაღვიძარა მამლაყინწა

მანანა ტონია

დილით ყივის მამლაყინწა,
ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა,...
ნოდარ დუმბაძე
პრანჭიები

ნოდარ დუმბაძე

სულ ერთი ციცქნა, პაწია
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024