kids.ge logo

თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო

ფავორიტებში დამატება
თქვე−ნი ჭი−რი−მე, ჰო, მთე−ბო
ქე−დაწვ−დი−ლე−ბო ზე−ცა−და,
რამ გა−გა−ჩი−ნათ, ნე−ტა−რა,
ჩემ−ფე−რის კა−ცის ბე−და−და?!
ხან კი რომ და−ი−თოვ−ნე−ბით,
ხან და−გე−დე−ბათ ნის−ლი−ო...

თქვენ რო−ცა გხე−დავთ, ტივ−ლე−ბო,
მუხლს გიყ−რით, გუ−ლი ღო−ნობ−სა,
თქვენ−ფე−რად სი−ა−მა−ყე−სა
გა−ტა−ცე−ბუ−ლი გო−ნობ−სა.
მა−შინ კი უფ−რო მიყ−ვარ−ხართ
რო−ცა ჩა−მოგ−დისთ ღვა−რი−ა,
ქო−თო−ბით, ვაი-ვაგლახით,
ის−მის ბუ−ნე−ბის ზა−რი−ა.
ნა−დირ−ნი და−ღა−ლუ−ლე−ბი
კლდის თა−ვებ−ზე−და სხდე−ბი−ან,
თავ-თავქვე ჩა−მომც−ქერ−ლე−ბი
აქა-იქ ი−ხე−დე−ბი−ან,
და კინ−ჭუ−ხებ−ში ვა−ჟე−ბის
თოფ−ნი ლუჭ-ლუჭად ტყვრე−ბი−ან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...მხედართა ძველი სიმღერამიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა - ტანზე აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა, რომ შიშს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026