kids.ge logo

სიყმე სიბერედ ვაქციე

ფავორიტებში დამატება
სიყ−მე სი−ბე−რედ ვაქ−ცი−ე,
ე−რი კი - ვე−რა ე−რა−და.
ი−მე−დი მქონ−და... ჩონ−გუ−რი
მოვ−მარ−თე, დავ−ჯე მღე−რა−და.

მე−წა−და, ჰან−გი მსმე−ნელ−თა
გუ−ლი−სა ა−მაზრ−ზე−ნა−და
ჰქმნი−ლი−ყო ჩემ−თა მოძ−მე−თა,
ცად ა−ე−წი−ა ზე−ნა−და.

შე−ვამ−კე მთე−ბი მაღ−ლე−ბი
და ბა−რი ათასფე−რა−და,
აზ−რი სა−ერ−თო, საქ−ვეყ−ნო
მინ−დო−და გასაკვე−რადა;
ა−მისთ−ვის თავ−სა დავ−წი−ე,
ვაქ−ცი−ე ნაცარ-მტვე−რადა.

ვა−დი−დე გმირ−თა სა−ხე−ლი,
მკლა−ვი და სუ−ლით დი−დო−ბა,
დავძ−რა−ხე ქვეყ−ნის ორ−გუ−ლი
და შე−უ−რა−ცხვყავ ფლი−დო−ბა;
სი−მაძღ−რე სიმ−შილ−ზე ვცვა−ლე,
ფუ−ფუ−ნე−ბა−ზე - მწი−რო−ბა.

მინ−დო−და არ შა−მე−ბღა−ლა
მე წმინ−და დედა-შვილობა.
პირ−ნათ−ლად მი−ვალ საფ−ლავ−ში,
მტკი−ცედ და−ვი−ცევ პი−რო−ბა.

ა−მას მითვ−ლი−ან ცოდ−ვა−და,
რა−შიც მე მიჩნ−და გმი−რო−ბა;
თავს დამ−ჩხა−ვი−ან ყორ−ნე−ბი,
გა−უ−მარ−თი−ათ ყრი−ლო−ბა.

შე−მირ−ცხვა ზო−გის ნა−მუ−სი,
გრძნო−ბა, აზ−რი და ზრდი−ლო−ბა:
კა−ცო−ბად და−უ−სა−ხი−ათ
სი−ჩერ−ჩე−ტე და ვი−რო−ბა!

რა მეთქ−მის? გუ−ლი მკვდა−რი−ა,
ცრემ−ლი მდის ნუგეშ-მწვე−ლა−და;
მე კაც−თა შო−რის მე−ტი ვარ,
უნ−და გა−ვიჭ−რა ვე−ლა−და,
რა−კი გა−დიქ−ცა ეშ−მა−კი
ტკბილ მო−სა−უბ−რე გვე−ლა−და
და თა−ნა−მოძ−მე ეს ჩე−მი -
მის ყუ−რისმგ−დე−ბელ ე−ვა−და,
როს გახ−და საქ−ვეყ−ნო საქ−მე
უ−სუ−სურთ სა−ღეჭ კე−ვა−და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026