kids.ge logo

საქართველოო ლამაზო

ფავორიტებში დამატება
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?"
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა - არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?"
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში - ტყე დანაბინდები,
ტყეში - ქორბუდა ირმები...
ბარად შრილებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?"
ლურჯი ბალახი მხარამდი,
წყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე - მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?"
როს ვარსკვლავები ხმარით
ინთებიან ცათანი,
კლდეს მოწყდება ზღვარი
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?"
აქ დაბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრილებს მოლისებრ
ყანაი გაყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ანა კალანდაძის სხვა ლექსები:

ქეთევან დედოფალი
რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა...
მე ლამაზი მეგობარი მყავდა
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით......
ყაყაჩოსა სიწითლითა
ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია......
საქართველო ლამაზო
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი......
აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...
აჰა, მაცდური აქაც შემომყვა,
დამიხვდა აქაც:...
„ბობი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ანა კალანდაძის ლექსი „საქართველოო ლამაზო“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „საქართველოო ლამაზო“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

უზრუნველყავით კომფორტული საძინებელი გარემო

დარწმუნდით, რომ საძინებელი არის ბნელი, წყნარი და გრილი. გამოიყენეთ კომფორტული თეთრეული და ბალიშები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები

ანა კალანდაძე
საქართველო ლამაზო

ანა კალანდაძე

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი......
ანზორ აბულაშვილი
წუხელის ბიჭი დაბადებულა

ანზორ აბულაშვილი

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ...
ბესიკი
რაც მიიწერა სოფელმან

ბესიკი

რაც მიიწერა სოფელმან,
ვეღარ დავთვალე ამრითა! ...
ვასილ გულეური
ტელეფონი

ვასილ გულეური

გაიღვიძებს თუ არა,
პაწაწინა ეკა...
აკაკი წერეთელი
ჭაღარა

აკაკი წერეთელი

ის აღარა ვარ, რაც ვიყავ,
ძნელი ყოფილა ჭაღარა......

უფრო მცირე ზომის ლექსები

გალაკტიონ ტაბიძე
დროშები ჩქარა

გალაკტიონ ტაბიძე

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!...
მაია კარსელი
გაცვლა

მაია კარსელი

გუშინ კობამ,
ჩემი რჩევით,...
ნათია აბულაძე
ვერვინ ჯობნის სწავლაში

ნათია აბულაძე

იცით, ანასტასიას
უყვარს დიდხანს თამაში, ...
ნათია ჯანაშია
ყოჩი

ნათია ჯანაშია

ყოჩივარდა
გაყოყოჩდა:...
დიანა ღვალაძე
ნაჩუქარი ცხენი

დიანა ღვალაძე

ნინიკო და გიორგი
დავობენ და როგორ:...

უფრო დიდი ზომის ლექსები

ილია ჭავჭავაძე
მუშა

ილია ჭავჭავაძე

«В труде проходит жизнь его
И не приносит ничего»....
ბესიკი
მნათობთადმი

ბესიკი

ჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო:
რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? ...
დავით მაჩაბელი
ვარდი

დავით მაჩაბელი

ერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული,
ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული,...
ვაჟა–ფშაველა
კახეთს

ვაჟა–ფშაველა

მაღალ-ახადით გავხედავ,
სამოთხეს კარი ეღება:...
ალექსანდრე ორბელიანი
კავკაზის მთები მაშუკის მთიდგან

ალექსანდრე ორბელიანი

(ფანტაზია, როცა ახლად გათენდება)
...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025