kids.ge logo

ჭორიკანა გუგული

(იგავი)

ფავორიტებში დამატება

სხვა საქმე რომ აღარა აქვს,
ნისკარტით ჭორები დააქვს
და ბუდეში სხვებს თავხედად
ჭორს ულაგებს კვერცხთან ერთად.
ჭორს ჭახჭახის ადევს ფონი,
არ სჭირდება მიკროფონი,
სანამ ტყის ბოლომდე გავა,
წებებს კიდევ მრავალს _
მართალს, ტყუილს, გამოგონილს,
გახარებს რამდენ მოცლილს
და ისეთი უბრუნდება
მომგონს _ უჭირს დაჯერება.
ბრძენივით რომ მაღლა წელავს,
ბრჭყალით წაწვეტებულ ცერას,
იქნევს გველის მაკრატელას _
მაგ წასაჭრელს ძირში ენას,
ქეთ ჭრის და იქით კერავს,
ერთგან უსმენს, სხვაგან ზვერავს,
ბუზს სპილოზე დიდად ბერავს,
მობეზრა თავი ყველას.

ვინც ჭორებით მთელ ტყეს ართობს,
გუგულივით რჩება მარტო!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026