kids.ge logo

ქალაქი წყალქვეშ

ფავორიტებში დამატება
ღელ−ვის დროს გემ−ზე “ტე−ო−დორ ნეტტე”
ან−ძე−ბი და−ტყდნენ, რო−გორც მშვილ−დე−ბი,
ფიქ−რებს მო−რევ−ში რაც უნ−და კეტ−დე,
ერთს მათ−განს მა−ინც ვერ მოს−ცილ−დე−ბი.

რომ და−ა−ყა−რა ქარ−მა ფა−ფა−რი
უ−ზარ−მა−ზა−რი გო−რე−ბის ეტ−ლებს,
პო−სე−ი−დო−ნის ძვე−ლი ზღა−პა−რი
ე−ხეთ−ქე−ბო−და ფო−ლა−დის კედ−ლებს.

ას−ფუ−თი−ა−ნი ჩა−ქუ−ჩის ცე−მით
ცა ჩემ−ზე ცდი−და ძალ−თა მოკ−რე−ბას,
მან და−ამს−გავ−სა მგზავ−რო−ბა ჩე−მი
ცხოვ−რე−ბის ჩე−მის ა−ბო−ბოქ−რე−ბას.

გად−მო−ანგ−რი−ე შე−ნი ზვირ−თე−ბი,
რომ მხა−რე−ებ−მა მხა−რეს გა−ასწ−როს...
ი−ქუ−ხე - გას−წყრი! არ ავ−ტირ−დე−ბი,
არც შებ−რა−ლე−ბას ვი−თხოვ ა−რასდ−როს.

მე სხვა−ნა−ი−რად ზვირ−თი მოვ−სა−ხე,
მზემ ჩემ−კენ შუ−ქი რა მო−ი−ღე−რა,
ბო−ლოს ხომ მა−ინც მე შე−მოვ−ძა−ხე
გა−მარჯ−ვე−ბუ−ლი ბრძო−ლის სიმ−ღე−რა.

რო−გორ? მე ვქმნი−დი ი−მე−დებს გან−გებ!
და მისთ−ვის მსურ−და ვარ−დე−ბის ფე−ნა,
მისთ−ვის ვფე−რავ−დი მრა−ვალ−ჯერ ჩან−გებს,
რომ მხო−ლოდ მტრისთ−ვის და−მეტკ−ბო სმე−ნა?

ა−რა და ა−რა! მრა−ვა−ლი სტან−ჯა,
მრა−ვალს და−უფრ−თხო სიმშ−ვი−დის ძი−ლი, -
ლექ−სი ყო−ველთ−ვის ი−ყო ხან−ჯა−ლი,
ლექ−სი მტრე−ბისთ−ვის ი−ყო სიკვ−დი−ლი.

მოგხვ−დათ? იგრ−ძე−ნით? შე−ვატ−რი−ა−ლე
თუ ა−რა ნისლ−ში მყო−ფი ბორ−ბა−ლი?
ი−ყო თუ ა−რა ჭექა-გრიალი,
ჩვე−ნი დღე−ე−ბის ცა ნა−ჭორ−ფა−ლი?

ო, შა−ვო ზღვა−ო! ას−წი−ე გე−მი,
შუ−ქი და−ენ−თოს ქაფ−თა მოკ−რე−ბას, -
და−ე, კვლავ ჰგავ−დეს მგზავ−რო−ბა ჩე−მი,
ცხოვ−რე−ბის ჩე−მის ა−ბო−ბოქ−რე−ბას.

მაგ−რამ შორს ლურ−ჯი გა−მოჩნ−და მთე−ბი,
ახ−ლა იქ მყუდ−რო ნავ−სად−გუ−რი−ა,
წყალ−ში შთა−სუ−ლი ა−რის მი−თე−ბი
და ძვე−ლისძვე−ლი დი−ოს−კუ−რი−ა.

ზღვის ფსკერ−ზე ახ−ლაც მე−ზღვა−უ−რე−ბი
ძველ კედ−ლე−ბი−სას ჰპო−ვე−ბენ ხვა−ვებს,
ა−მო−აქვთ ოქ−რო ა−უ−ა−რე−ბა
და სა−გან−ძუ−რით ავ−სე−ბენ ნა−ვებს

ქა−ლა−ქი წყალქ−ვეშ მძი−ნა−რი მხა−რის!
როს შე−ღამ−დე−ბა ნაც−რისფ−რად ა−სე,
მაგ−რამ სი−ნათ−ლე ჯერ კი−დევ ა−რის
და ალ−მა−ცე−რად იშ−ლე−ბა ზღვა−ზე -

ნა−პი−რე−ბი−დან კავ−კა−სი−ო−ნის
მთე−ბამ−დე მო−სავს ბინ−დე−ბი შა−ვი,
მა−შინ მძი−ნა−რე პონ−ტი−ის დო−ნეს
მე მი−მა−ქა−ნებს ფა−რუ−ლი ნა−ვი.

ზღვის ფრინ−ვე−ლე−ბის გამ−კი−ვარ ხმა−ში
თით−ქო სხვა მეს−მის ი−დუ−მა−ლე−ბა,
ი−ლუ−ზი−ა−ა! ჩვე−ნე−ბა! მას−ში
სულ ახ−ლო, ახ−ლო რომ ი−მა−ლე−ბა.

თით−ქო ეს ხმე−ბი ე−კუთვ−ნის ა−რა
მხო−ლოდ და მხო−ლოდ ფრინ−ველთ გვი−ა−ნებს,
მათ−ში წყალქ−ვეშა გუ−გუ−ნებს ზა−რა
და ხმა ე−კუთვ−ნის ა−და−მი−ა−ნებს.

მი−ვუ−ყუ−რა−დებ: ი−სევ და ი−სევ
გან−მე−ორ−დე−ბა ხმა უც−ნა−უ−რი,
ის ი−დუ−მა−ლი ქა−ლა−ქი-სფინქსი
მე−ძა−ხი უც−ნობ ა−ურ−ზა−უ−რით.

ვგრძნობ, თით−ქო ფსკერ−ზე ვეშ−ვე−ბი ცურ−ვით,
ხე−ლით ვე−ხე−ბი წყალქ−ვეშა თხე−მებს,
წყალ−ში და−მარ−ხულს ვიგრძ−ნობ მომ−დურ−ვით
ნანგ−რე−ვებს, ლან−დებს, ი−დე−ებს, სქე−მებს.

აქ და−ფა−რუ−ლა მთე−ლი კრე−ბუ−ლი
და სიბ−ნე−ლე−ში ე−ლავს თვა−ლე−ბი,
ის ძველთაძვე−ლი შთა−მო−მა−ვა−ლი,
ის უძ−ვე−ლე−სი ფე−ო−და−ლე−ბი...

მა−თი ვე−რა გრძნობს ფიქ−რი და ბა−გე,
რომ მ−ცხე−თის ახ−ლო ა−ხალ ნა−თე−ბით
ე−ლექტ−რო−ნე−ბის გაჩნ−და ქა−ლა−ქი
ათა−სეული კი−ლო−ვა−ტე−ბით.

ი−ყო ქა−ლა−ქი, ი−ყო სა−გა−ნი -
ო−დეს−მე მძლავ−რი და ა−ლი−ე−რი,
ახ−ლა ცი−ვი−ა გზა ში−ნა−გა−ნი
და ი−დუ−მა−ლი სი−ცა−რი−ე−ლე...

“ტე−ო−დორ ნეტტე” ახ−ლა ის−ვე−ნებს
და ფრინ−ვე−ლე−ბის დას−ცხრნენ გუნ−დე−ბი.
მშვი−დო−ბით! ხსოვ−ნით და−კარ−გულ ფე−ნებს
ა−რასოდეს ა−ღარ და−ვუბ−რუნ−დე−ბი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მშობლიურო ჩემო მიწავ!სამი დიდი ოკეანე გარე უვლის ნათელ მხარეს, მთვარიანი და მზიანი ზეცა აფრქვევს სიანკარეს. ორ ზღვას შუა ძველი...დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშიადღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია, თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი. და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილ...ჰე, მამულო!ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა მარადყველა ჩვენთაგანის ვალია. სანამ გმირმა შენთვის სული დალია, სთქვა: “ს...ისევ ოცნება და სიყვარულიდაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს. მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება - რომ ...ელეგიაწვიმის წვეთები დასცურავენ ფანჯრის მინებზე, ქარი ვედრებით კარებთან დგას: “გამიღეთ კარი!” რა ადრე გაჰქრა გა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026