ინგლისური ენის წრე
„თამაშით სწავლა – ყველაზე ბუნებრივი გზა ახალი ენის შესასწავლად!“
Kids.ge-ს ბავშვთა განათლების და განვითარების ცენტრში ინგლისურის გაკვეთილები აღარ ჰგავს მოსაწყენ მეცადინეობას! ბავშვები მოძრაობენ, იცინიან და სწავლობენ ისე, როგორც ბუნებრივად ისწავლეს საკუთარი ენა – ყურებით, მოქმედებით და მიბაძვით.
ენერგიული გაკვეთილები: ბავშვები თამაშობენ, ხტუნავენ, აჩვენებენ მოქმედებებს და სწავლობენ სიტყვებს ამ პროცესში.
უსტრესო გარემო: შეცდომის დაშვების შიში ქრება – სწავლა ხდება სახალისო და თავისუფალი.
სწრაფი შედეგები: ბავშვი იწყებს ახალი სიტყვების გამოყენებას ყოველდღიურ საუბარში უკვე რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ.
ყველა ბავშვი ერთვება: აქტიურებიც და მორიდებულებიც პოულობენ საკუთარ ადგილს პროცესში.
ჩვენ ვიყენებთ კომბინირებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს რამდენიმე თანამედროვე მეთოდს:
ბავშვები იმეორებენ მოქმედებებს (მაგ.: მასწავლებელი ამბობს “jump” – ისინი ხტუნავენ). ეს მოძრაობა ქმნის ძლიერ ასოციაციას და სიტყვები ადვილად იმახსოვრებენ.
დიდი, ნათელი და ვიზუალურად მიმზიდველი ბარათები ეხმარება ბავშვებს სწრაფად დაიმახსოვრონ სიტყვები და ფრაზები.
ბავშვები ხედავენ როგორ გამოიყენება სიტყვა რეალურ სიტუაციაში, ისმენენ სწორ გამოთქმას და სწავლობენ თანამედროვე აქცენტით.
გაკვეთილებში ხშირად ვთამაშობთ სცენებს („At the shop“, „At the park“), რაც ეხმარება ბავშვებს რეალურ დიალოგში ჩართვას.
📍 მისამართი: თბილისი, პეკინის გამზ. 36
📱 ტელ: 591 42-11-00
🌐 Facebook / Instagram: fb.com/kids.ge
დარეგისტრირდით დღესვე და მიეცით თქვენს შვილს შანსი, რომ ისწავლოს ინგლისური სიხარულით!
ასწავლეთ ბავშვებს გადამუშავების მნიშვნელობა
აუხსენით, რატომ არის გადამუშავება მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა მასალის სწორად გადამუშავება.
ასწავლეთ ონლაინ თამაშების ჩამოტვირთვის უსაფრთხოება
აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა ჩამოტვირთოს ონლაინ თამაშები უსაფრთხოდ და როგორ უნდა მოერიდოს მავნე პროგრამებს.
ორშაბათი. შემოდგომისფერი დილა იყო... ქარი ცეკვებოდა ხეეებს და აცლიდა გამხმარ, გაყვითლებულ ფოთლებს... ელენე სკოლის გზას მიუყვებოდა, ხანდახან დასვრილ ფეხსაც...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო