kids.ge logo

რატომ ვკითხულობთ აი იას?

ფავორიტებში დამატება

იცით, ბავშვებო, ადრე, უხსოვარ დროში ყვავილ იას სახელი არ ჰქონდა. არავინ იცოდა მას რა ერქვა. მისი ფერი მნახველს თვალს სჭრიდა და აჯადოვებდა. 

პაწაწინა ლურჯთვალა იამ თვალი გაახილა თუ არა, სრულიად მარტო მყოფი წიგნის ცარიელ ფურცელზე აღმოჩნდა. შეშინებული ცრემლად დაიღვარა. ტირილით დაღლილმა თავი ჩაქინდრა და მოწყენილი ფიქრებში გაერთო. 

ანბანის სამეფო „ანბანიუსში” დიდი ჩოჩქოლი და აურზაური ატყდა. ყველამ გულთან ახლოს მიიტანა იის მარტოსულობა. მეფემ და დედოფალმა გადაწყვიტეს იისთვის მეგობარი ასოები გაეგზავნათ. ისინი განიცდიდნენ მათთვის უცნობი ყვავილის ტანჯვას. ორივე ძალიან ნერვიულობდა, რადგან არ სურდათ ასო-ბგერების წყენინება. მათ კარგად იცოდნენ, თუ რომელიმეს აირჩევდნენ, დანარჩენებს გული ეტკინებოდათ, რადგან ყველა ასო საოცრად კეთილი იყო და უპირობოდ მხარს დაუმშვენებდნენ ყვავილს. ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ მეფემ და დედოფალმა გადაწყვიტეს ლურჯთვალასთან მხოლოდ ხმოვნები გაეშვათ. თანხმოვნებს „ანბანიუსში” უამრავი საქმე ჰქონდათ და, შესაბამისად, მბრძანებლებს მარტო ვერ დატოვებდნენ. ხუთივე ხმოვნიდან კანდიდატები შეარჩიეს. იის გამხიარულება წილად ხვდათ ა-ს და ი-ს. ეს ორი ხმოვანი სხვებისგან გამოირჩეოდა საოცარი მეგობრობითა და სისწრაფით. მათი სიცელქე მთელ ანბანეთს თავს აბეზრებდა, მაგრამ მეგობრობითა და ერთგულებით ყველა ასოს სჯობნიდნენ. 

მოწყენილი, ატირებული ყვავილი რომ დაინახეს, ელვის სისწრაფით გაიქცნენ მასთან. ორივეს სურდა მის გვერდით დგომა. ამ დროს მოუვიდათ საშინელი ჩხუბი. პირველობას ერთმანეთს არ უთმობდნენ. ისე იჩხუბეს, ისე სცემეს ერთმანეთს, ასოები აირივნენ. წიგნის ფურცლების კეთილ ფერიას მათი განლაგება მოეწონა და ჯადოსნური ჯოხით, ზუტად ამ თანმიმდევრობით დაალაგა ასო-ბგერები. იმ საოცარი, კეთილი და ფერადი დღის შემდეგ ამიტომ კითხულობთ პირველკლასელები „აი იას“ და ყვავილსაც ეს სახელი მოუსვენარი და ერთგული ასოების ჩხუბის შედეგად დაერქვა.

 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: კაპანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

პატივი ეცით მშობლის აღზრდის განსხვავებულ მეთოდებს

მხარი დაუჭირეთ თქვენი მეუღლის მიდგომას შვილების აღზრდაში - თუ ეს არ ცდება რაიმე ფარგლებს. პარტნიორთან კამათი უფრო მეტ ზიანს აყენებს თქვენს ქორწინებას და თქვენი შვილისთვის უსაფრთხოების განცდას. უმჯობესია, მიიღოთ ერთმანეთს აღზრდის სტანდარტები.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026