kids.ge logo

ხანჯალს

ფავორიტებში დამატება
შე−ნი ჭი−რი−მე, ხან−ჯა−ლო,
რკი−ნა−ო ხვა−რას−ნი−სა−ო,
შენ ერთად-ერთო ი−მე−დო
მტრი−სა−გან გა−მოხს−ნი−სა−ო!..

გლე−სავ და გლე−სავ, ხან−ჯა−ლო,
ა−მო−გი−ფე−რავ გულ−სა−ო!
შენ უნ−და ეძ−მო და ეყ−მო
უ−მართ−ლოდ და−ჩაგ−რულ−სა−ო!

ნეს−ტა−რი−ცა ხარ, ბას−რიც ხარ,
ო−რი−ვე გვერ−დით მჭრე−ლი−ო;
გპატ−რო−ნობს გუ−ლი ფო−ლა−დი
და გი−პყრობს რკი−ნის ხე−ლი−ო.

მი−სი გამ−ჩე−ნის ჭი−რი−მე,
ვინც რომ შენ გა−მოგ−ჭე−და−ო!
ჭი−რი−მე, შე−ნი ჭი−რი−მე,
მტერს ა−უ−ტი−რე დე−და−ო!

ბევ−რი ნაღ−ვე−ლი შე−ას−ვეს
მტრებ−მა ამ ჩემ−სა გულ−სა−ო,
შენ მიმ−კურ−ნა−ლე, მახ−ვი−ლო,
უ−მართ−ლოდ და−ჩაგ−რულ−სა−ო!

მი−მო−ცი−ქუ−ლე მტრის გულ−თან,
მი−მიძღ−ვენ ჩე−მი სა−ლა−მი:
ის ვი−თომ სა−წე−რე−ლი−ა,
ჩა−ერჭ−ვე, რო−გორც კა−ლა−მი!

მი−სი წი−თე−ლი მელ−ნი−თა
შე−მა−ღე−ბი−ნე ჭა−ღა−რა,
იმი−სი კვნე−სა იქ−ნე−ბა
ჩემთ−ვის და−ფი და ნა−ღა−რა!

გლე−სავ და გლე−სავ, მახ−ვი−ლო,
ფო−ლა−დო, ჩე−მო რკი−ნა−ო!
დრო−ა, ა−მო−დი ქარ−ქა−შით,
ა−ღარ გაქვს აწ მანდ ბი−ნა−ო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...ილიას მოკვლის გამოI ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!.. ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა საქართველოს ბედისწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026