kids.ge logo

ზურიკო

ფავორიტებში დამატება

1

- რა−ტომ სტი−რი ზუ−რი−კო?
გა−გაბ−რა−ზა ვი−ნა?
- ვტი−რი, ა−ბა დე−დი−კო,
რო−გორ მო−მეთ−მი−ნა?
იმ პა−ტა−რა გო−გო−ნამ,
თი−ნა რო−ა, თი−ნა...
მე არ ვი−ცი რა მოხ−და,
ჩემ−გან რა ე−წყი−ნა;
ბურ−თი რომ არ ვა−თხო−ვე,
ჯო−ხით შე−მა−ში−ნა,
უ−კან გა−მო−მე−კი−და,
ქვე−ბი და−მი−ში−ნა;
ა−ი, რა−ტომ მო−ვე−დი,
დრო−ზე ად−რე ში−ნა.

2

- დღეს, დე−დი−კო, ი−ცი რა?
შე−ვი−რი−გე თი−ნა.
ჩე−მი ბურ−თი ვა−თხო−ვე,
გუ−ლით გამი−ცინა;
და მეც, სი−ხა−რუ−ლის−გან
სა−ხე გა−მებრ−წყი−ნა.
ხომ კარ−გი−ა, დე−დი, რომ
შე−ვი−რი−გე თი−ნა?
თო−რემ ვნერ−ვი−უ−ლობ−დი,
ღა−მეც არ მე−ძი−ნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისუნია კატა!ფისუნია კატა, მე შენს პორტრეტს ვხატავ; გთხოვ, ნუ იცვლი პოზას, აზრებს ნუ მიფანტავ. თვალები და პირი, ცხვირი...ციყვი და კატა- გირჩევნია ცელქო ციყვო, მომერიდო იყო ფრთხილი. - რა საქმე მაქვს შენთან ფისო, მე რაც მინდა არის თხილი....თეთრი ფარდადღეს დედიკომ ჩემს ოთახში ჩამოკიდა თეთრი ფარდა. დედამ ფარდის თეთრი ფერი ოთახის ფერს შეუფარდა. ლამაზია! მიხ...ბომბორაწუხელ ჩვენს ბაღში ვიღაცას, ბალი სულ დაუკრეფია. ამ ჩვენს ბომბორა ძაღლსა კი, ერთიც არ დაუყეფია. რა მოგივიდა...ფანქარზე გაბრაზებულიგავებუტე ჩემს ფანქარს, რადგან კარგად ვერ ხატავს, ვერც სახლს, ვერც ძაღლს, ვერც კატას... არა, თხა და კვატია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026