kids.ge logo

ციკოს თოვლის პაპა

ფავორიტებში დამატება
ახ−ლა წლამ−დე ცო−ტა დარ−ჩა,
მო−ად−გე−ბა ა−გერ, მთებს.
მუ−ხის ძი−რას ციყ−ვი ცი−კო
თოვ−ლის პა−პას ა−კე−თებს.

მო−აგ−რო−ვა სა−მი გუნ−და,
არ დას−ჭირ−და წვა−ლე−ბა.
ორ ცალ კერ−კეტ კა−კალს უ−დებს
თოვ−ლის პა−პას თვა−ლე−ბად.

ტან−ზე კოხ−ტად ჩა−უ−რი−გა
ყა−ვის−ფე−რი ღი−ლე−ბი.
გა−ნა მართ−ლა ღი−ლე−ბია -
გაკ−რო−ლი−ლი თხი−ლე−ბი.

სტა−ფი−ლო აქვს ცხვი−რის ნაცვ−ლად -
ცი−კო მართ−ლა არ ხუმ−რობს.
მხო−ლოდ ქუ−დი ვერ ი−შო−ვა,
თავ−ზე რომ და−ა−ხუ−როს.

ფუ−ღუ−როს−კენ გა−ე−შუ−რა,
იქ−ნებ, რა−მე მო−ძებ−ნოს...
თოვ−ლის პა−პა მარ−ტო დარ−ჩა
და თა−ვისთ−ვის ოც−ნე−ბობს:

“მა−ლე ქუდ−საც და−ვი−ხუ−რავ,
ხელ−ში ჯოხ−საც და−ვი−ჭერ.
სულ პირ−ვე−ლი მე გა−ვი−გებ
ა−ხა−ლი წლის ნაბიჯებს!..”

უ−ცებ, მართ−ლა ნა−ბი−ჯე−ბის
ხმა მო−ის−მა შო−რი−დან.
გა−უკ−ვირ−და თოვ−ლის პა−პას -
ნუ−თუ, უკ−ვე მო−ვი−და?

მაგ−რამ, ა−რა, ა−ხა−ლი წლის
ნა−ბი−ჯე−ბი რო−დი−ა,
ეს კურ−დღე−ლი ამ−ბა−კო და
თაგ−ვი თენ−გო მო−დი−ან.

და−ი−ნა−ხეს თოვ−ლის პა−პა...
რა გგო−ნი−ათ, რა მოხ−და?
ცო−ტა ხან−ში, რო−ცა ცი−კო
ხი−დან დაბ−ლა ჩა−მოხ−ტა,

იქ რაც დახვ−და, დამშ−ვი−დე−ბით
ა−ბა, რო−გორ უც−ქი−როს -
თოვ−ლის პა−პა უ−ღი−ლე−ბოდ,
უთ−ვა−ლე−ბოდ, უ−ცხვი−როდ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...რა დახატა ბაქარმახატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯვა ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზა-შარა. მერე - დიდი სახლი და გზაც ...ლომიფაფარი ისევ ისე მამშვენებს, გემთან მრავალი მოდის მნახველი. მაგრამ რა მეთქმის - არ მაქვს სამეფო, მეფისა შე...მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...გოზინაყიდათვმა თაფლი მოიტანა, ტკბილი, როგორ შაქარი. ციყვმა ზამთრის მარაგიდან გაარჩია კაკალი. კურდღელი ჭრის ნიგოზს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026