kids.ge logo

ბაღისათვის მოსამზადებელი პროგრამა

ბაღისათვის მოსამზადებელი პროგრამა

თუ თქვენს ბავშვს პანდემიის გამო შეექმნა გარკვეული სირთულეები საბავშვო ბაღში სიარულთან დაკავშირებით; არის ბაღის ასაკის, მაგრამ თვლით რომ არ არის ამისათვის მზად; ვიწყებთ ახალ განმავითარებელ პროგრამას!

 

ვისთვის არის ეს პროგრამა?

  • პროგრამა განკუთვნილია ბავშვებისთვის, ვინც პანდემიის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ბაღში ვერ იარა და ამ მიზეზით შეექმნა სხვა ბავშვებთან ურთიერთობის სირთულეები;
  • თუ ბავშვს, საბავშვო ბაღში წასვლის წინ ან ჯგუფში შესვლამდე აქვს მომატებული შფოთვები; არ სურს საბავშვო ბაღში წასვლა;
  • თუ ბავშვს უჭირს მშობლის გარეშე დარჩენა; აქვს მიჯაჭვულობის პრობლემები;
  • თუ აქვს სხვა ბავშვთან კონტაქტში შესვლის სირთულეები;
  • თუ აქვს სიმორცხვე, ინიციატივის გამოჩენის ნაკლებობა და ა.შ.

 

ბავშვების ასაკი

პროგრამა განკუთვნილია საშუალოდ 3 ~ 5 წლის ბავშვებისთვის, ვინც საბავშვო ბაღის მოსწავლეა, ან გეგმავს საბავშვო ბაღში წასვლას.

 

მოსწავლის მიღება

ბავშვების მიღებამდე მოხდება მათთან და მშობლებთან გასაუბრება, რათა თავიდან ავიცილოთ მშობლებში არასწორი მოლოდინები. მოსწავლის მიღება ხდება 3 თვით. სასწავლო წლის განმავლობაში, სამი ნაკადია (ოქტომბრის, იანვრის და აპრილის). თითოეული ნაკადის დაკომპლექტების შემდეგ, შეხვედრები დაიწყება და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს შეეძლებათ მომდევნო ნაკადშიც განაგრძონ პროგრამაზე სიარული.

 

შეხვედრების განრიგი

  • კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა. 
  • შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს);
  • თითო შეხვედრის ხანგრძლივობა საათნახევარი (ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე მცირე შესვენებებით);
  • ჯგუფები 11:00 და 13:00 საათებზე;

 

ჯგუფები

ჯგუფში მოსწავლეების საშუალო რაოდენობა 4-5 ბავშვია; შეხვედრები ჩატარდება მშობლების ჩართულობით.

 

სწავლის საფასური

სწავლის საფასური თვეში 160 ლარია. კურსის (3 თვის) ერთიანად გადახდის შემთხვევაში, სწავლის საერთო საფასური 440 ლარია (თვეში ~146 ₾). სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, ერთი ან სამი თვის დასაწყისში.

 

სპეციალისტები

2022 წლის საგაზაფხულო კურსს გაუძღვება ბავშვთა ფსიქოლოგი, თათია გურგენიძე.

 

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ

თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დუმბაძე:


Kids.ge-ს რჩევები

აჩვენეთ მაგალითი

თქვენი ქმედებები საუკეთესო მაგალითია თქვენი შვილებისთვის. აჩვენეთ, რომ თქვენ თავად იცავთ ოჯახურ ღირებულებებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026