გოგიას ძალიან უყვარს ხილი, ტკბილეული. თუ რამეს მოჰკრა თვალი, აღარ არის მოსვენება:
- ბები, მომე ვაშლი! ბევრი ვაშლი მინდა!
- ბები, მომე თხილი! ბევრი, ბევრი თხილი! ბევრი კანფეტი...
ერთხელ ბებიამ ჩაისვა გოგი კალთაში და დაუწყო ბაასი:
- გოგი, არ მომწონს, მაგისთანა თვალხარბი რომ ხარ. რა ამბავია, სულ ბევრს და ბევრს რომ გაიძახი, აბა, ვნახოთ, რა გაქვს ბევრი!
- თავი ერთია!
- ცხვირი - ერთი!
- პირი - ერთი!
- შუბლი - ერთი!
- თვალი - ორი!
- ხელი - ორი!
- ფეხი - ორი!
გოგია ჩაფიქრებული უსმენდა.
- ბები, შენ დაგავიწყდა, რომ თმა მაქვს ბევრზე ბევრი! - უთხრა გოგიამ ბებოს. ბებიას გაეცინა და ბევრი თხილი მისცა.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ მოთმინება
დაეხმარეთ ბავშვს, გააცნობიეროს, რომ პრობლემის გადაჭრას დრო სჭირდება და რომ არ უნდა დანებდეს ადვილად.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო