kids.ge logo

მე რომ შემეშინდა?!

ფავორიტებში დამატება

ელისოს ეძინა. დედა ფეხაკრეფით დადიოდა, რომ ბავშვს არ გაღვიძებოდა.
მაგრამ ელისომ უეცრად ტირილით გაიღვიძა. ბავშვი შეშინებული იყო, თვალებს აცეცებდა და ცხარე ცრემლებს ღვრიდა.
- რა იყო, ელისო? რა დაგემართა? სიზმარში ხომ არაფერი ნახე? - შეეკითხა შეშფოთებული დედა.
- ვნახე.
- რა ნახე, არ გახსოვს?
- მახსოვს.
- აბა, მომიყევი, რამ შეგაშინა.
- მე... მე ვნახე... რომ მოსკოვში მივდიოდი.
- მერე, მანდ რა არის საშიში? პირიქით, უნდა გაგხარებოდა. - გაეცინა დედას.
- მიხაროდა, მაგრამ... მერე... ქუჩაში... ბევრი, ბევრი ხალხი იყო... მე დავიკარგე... და შენ ვეღარ გნახე...
და ელისომ უფრო უმატა ტირილს.
- მოიცა, ჩემო გოგონა! ახლა ხომ ჩემთან ხარ, რაღა გატირებს? - უალერსებდა დედა.
- მე რომ შემეშინდა?! - არ ცხრებოდა პატარა ელისო.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 5–11
ოპტიმალური ასაკი: 6–9

სხვა მოთხრობები

ბევრზე ბევრი

გოგიას ძალიან უყვარს ხილი, ტკბილეული. თუ რამეს მოჰკრა თვალი, აღარ არის მოსვენება:- ბები, მომე ვაშლი! ბევრი ვაშლი მინდა!- ბები, მომე თხილი! ბევრი, ბევრი თხილი! ბ...

ვინ უფრო გიყვარს?

თინა და ირა ჩააცივდნენ თავის დიდედას:- დიდედა! გვითხარი, ვინ უფრო გიყვარს - მე თუ თინა? - ეკითხებოდა ირა.- დიდედა, გვითხარი, ვინ უფრო გიყვარს - მე თუ ირა? - ეკი...

მე რომ შემეშინდა?!

ელისოს ეძინა. დედა ფეხაკრეფით დადიოდა, რომ ბავშვს არ გაღვიძებოდა.მაგრამ ელისომ უეცრად ტირილით გაიღვიძა. ბავშვი შეშინებული იყო, თვალებს აცეცებდა და ცხარე ცრემლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჯანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს არავერბალური კომუნიკაცია

ასწავლეთ ბავშვს, გაიგოს სხვისი ემოციები სახის გამომეტყველებისა და სხეულის ენის მიხედვით.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026