ლადოს კრეჭანას ეძახიან. ეს იმიტომ, რომ გან-განზე ამოსული დიდი კბილები აქვს და სულ იცინის, იცინის...
ერთხელ კრეჭანას მეველემ დაუძახა:
- მოდი აქ!
კრეჭანა გაიკრიჭა და მივიდა.
- მწიფე გულაბი არ გინდა? - ჰკითხა მეველემ.
კრეჭანა ისევ გაიკრიჭა და თავი დაუქნია:
- მინდა.
მეველემ ჩანთიდან ჩაყვითლებული გულაბი ამოიღო და გაუწოდა.
კრეჭანამ გულაბი იმწამსვე პირისაკენ გააქანა და ჩაკბიჩა.
მეველემ უცებ გულაბი ხელიდან წაართვა, ჩანთიდან მეორე გაკბეჩილი გულაბი ამოიღო და ახლადგაკბეჩილს შეადარა. ორივეს ერთნაირი ნაკბილარები ეტყობოდა.
მეველე კრეჭანას ყურში სწვდა:
- იყავი თუ არა ჩვენებიანთ გულაბზე?
უარის თქმა აღარ შეიძლებოდა.
- ვიყავი! - აღრიალდა კრეჭანა.
ასე დაიჭირა მეველემ ეს ონავარი ბიჭი ქურდობაზე.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
აქტიურად მოუსმინეთ
ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ თქვენი ოჯახის წევრები, დაანახეთ, რომ გესმით და აფასებთ მათ აზრს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო