kids.ge logo

ორი სკამი

ფავორიტებში დამატება

ძველი სკამის ახლოს ახალი სკამი დადგეს. ახალს მობეზრდა ჩუმად ყოფნა, გადაწყვიტა ძველისთვის აქაური ამბები გამოეკითხა.

- ბატონო სკამო, - წამოიწყო მოკრძალებულად, მაგრამ ძველმა დინჯად შეაწყვეტინა:

- მე სკამი კი არა, ცხენი გახლავართ!

- ცხენი? - ჯერ გაუკვირდა ახალ სკამს, მერე კი პირმოთნედ გაიღიმა, - რა ხუმარა ბრძანებულხართ! - მაგრამ ძცელმა ყურიც არ ათხოვა, მედიდურად იდგა და სადღაც იცქირებოდა.

- ბატონო სკამო, - ვერ მოითმინა ახალმა.

- მე სკამი არა ვარ, ავტომობილი ვარ, - კვლავ შეაწყვეტინა ძველმა და უკმაყოფილოდ გადახედა... ახალს გულმა არ მოუთმინა, ისევ მიუბრუნდა ფიქრებში წასულს:

- ბატონო სკამო...

- რომელი სკამი, მე ხომ თვითმფრინავი ვარ! - გაჯავრებით დაიბუხუნა ძველმა სკამმა. ახლა კი ვეღარ შეიკავა თავი ახალმა და სიცილი აუტყდა.

- იუ, ეს რა გავიგონე, თვითმფრინავიო, - კისკისებდა პირზე ხელმიფარებული, მაგრამ ძველის გამგმირავ თვალებს რომ წააწყდა, იკადრა ხმის ჩაწყვეტა. თუმცა დიდხანს მაინც ვერ გაძლო...

- ბატონო სკამო, - წამოიწყო თავიდან...

- მე სკამი კი არა, ხომალდი ვარ! - მუქარით გამოხედა ძველმა და ზურგი შეაქცია არამკითხეს.

- ერიჰაა, ეს ვერ უნდა იყოს მთლად დალაგებული ჭკუისაო, - გაიფიქრა ახალმა, მაგრამ ამ დროს ოთახში ხმაურიღ შემოვარდა პატარა ბიჭი, ეცა ახალ სკამს და ზეცაში გუგუნით გაფრინდა.

- შენ, ეი, სკამო! - შურით დაუძახა ძველმა ახალს.

- უკაცრავად, მე სკამი კი არა, რაკეტა გახლავართ! - გადმოსძახა ამაყად ახალმა და სიჩქარე ჩართო.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა მოთხრობები

ორი სკამი

ძველი სკამის ახლოს ახალი სკამი დადგეს. ახალს მობეზრდა ჩუმად ყოფნა, გადაწყვიტა ძველისთვის აქაური ამბები გამოეკითხა. - ბატონო სკამო, - წამოიწყო მოკრძალებულად, მაგ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ხოსიტაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

პირადი ჰიგიენის საშუალებების გამოყენების სწავლება

ასწავლეთ ბავშვს პირადი ჰიგიენის საშუალებების სწორად გამოყენება (საპონი, კბილის პასტა და ა.შ.).

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026