kids.ge logo

წინაპართა აჩრდილნი

ფავორიტებში დამატება

უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ეს განსხვავება ბუნებისა, რაღა თქმა უნდა, თავის შესაფერ გავლენას მოახდენდა მცხოვრებლებზედაც. ბუნება მხოლოდ საძირკველსა ჰყრის ეროვნული ხასიათისას; ამ ხასიათს ავითარებს, სხვადასხვა თვისებათა და მიდრეკილებათ ანიჭებს ისტორიული გარემოებანი.

ბუნებაზე უფრო უმეტესად განირჩევიან ერთმანეთისაგან ისტორია საქართველოსი და დაღესტნისა. ლეკები მუდამ ცხოვრობდნენ უზარმაზარ მთებში, კარჩაკეტილ და შეუვალ ხეობათა შორის. არა თუ დაუპატიჟებელი მტერი, არამედ სასიამოვნო და სასარგებლო სტუმარიც კი ვერ პოულობდა ამ ღარიბი და მწირი ქვეყნის გზასა და კვალსა.

საქართველო სრულიად სხვაგვარ ქვეყანას წარმოადგენდა! იგი მდებარეობდა დიდ საქვეყნო გზაზე; ამის გამო მსოფლიო ისტორიულ ასპარეზზე არ გამოსულა არც ერთი მძლავრი, შესანიშნავი ერი, რომელიც კი თავის სიცოცხლის ჟამს ასცდენოდა ამ გზასა. ქრისტეს წინადვე ქართველებმა შეჰქმნეს თავიანთი ეროვნული განათლება. ამ განათლებას ქრისტიანობამ წმიდა კაცთმოყვარული მადლი მოჰფინა. ქართველები ძველ დროშივე მტკიცედ დაადგნენ წარმატებისა და განვითარების გზასა. და თუ ერთ ხელში ხშირად ეპყრათ მახვილი, მეორე ხელიდამ არას დროს არ გაუგდიათ წიგნი და ჯვარი ქრისტესი.

ლეკები კი არც ერთხელ არ გამოსულან ველურ, მამაპაპურ მდგომარეობიდან. მერვე საუკუნიდანვე მაჰმადიანობამ იწყო მათ შორის გავრცელება. შემდეგ საუკუნეებში მან მტკიცედ მოიკიდა აქ ფეხი და მთელს დაღესტანში ამაყად ააფრიალა მწვანე დროშა ცოფ მორეულ ფანატიკოსებისა.

ასეთია წარსული ლეკებისა და ქართველებისა. ამგვარ განსხვავებას მეთექვსმეტე საუკუნიდან ზედ დაერთვნენ მძლავრი პოლიტიკური გარემოებანი, რომელთა წყალობით მოხსენებული ერნი, დიდხანს ერთმანეთის გვერდზე მშვიდად მცხოვრებნი, მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს მშიერი მგლებივით დაეტაკნენ ერთმანეთს.

II. I »  
ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 11–19
ოპტიმალური ასაკი: 15–18

სხვა მოთხრობები

წინაპართა აჩრდილნი

უძველეს დროიდან მოკიდებული ლეკები და ქართველები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, საქართველოსა და დაღესტნის ბუნებას შორის დიდი განსხვავება სუფევდა. ე...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბუჩუკური:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ ვიზუალური დახმარება

შექმენით ვიზუალური რუტინა, მაგალითად, სურათები ან ჩამონათვალი, რომელიც ბავშვს დაეხმარება, გაიგოს და დაიმახსოვროს თავისი ამოცანები.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026