kids.ge logo

წინაპართა აჩრდილნი

ფავორიტებში დამატება

ქართველობას მთელს თავის სიცოცხლეში არას დროს არ ჰყოლია ისეთი მოუსვენარი და შემაწუხებელი მტერი, როგორიც იყვნენ მეთვრამეტე საუკუნეში ლეკები. უბედურება იმაში გახლდათ, რომ ეს მტერი საქართველოს გვერდში უდგა, მის მეზობლად ცხოვრობდა; ამის გამო ყოველ წამს შეძლება ჰქონდა განცხადებით, თუ ფარულად გადმოევლო მისი საზღვრები, უეცრად დასცემოდა მის მცხოვრებელთ, აეკლო და დაეხოცნა იგინი.

ამგვარმა მტრობამ უფრო თავი იჩინა მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს. რასაკვირველია, ქართველებიც გულხელდაკრეფილნი არ დახვდნენ დაუპატიჟებელ სტუმარს. ვაჟკაცობით სახელგანთქმული მთიული ქართველები, ფშავ-ხევსურნი და თუშები მამაცურად გადუდგნენ წინ სამშობლოს მტერს. მალე ქართლ-კახეთის მეფენიც ჩაერივნენ ბრძოლაში. მრავალმა ლეკმა საუკუნოდ დახუჭა თვალები საქართველოს ველ-მინდორზე. მრავალს მათგანს აუტირდა დედა, მაგრამ ქართველებს მაინც უფრო მეტი ზარალი მოსდიოდათ ამ განუწყვეტელ ომიანობისაგან, ვიდრე ლეკებსა. საქმე იმაში იყო, რომ საქართველოს გაშლილ ველ-მინდორზე ლეკები ადვილად ახერხებდნენ ნავარდობას, ხოლო ქართველებისათვის თითქმის შეუძლებელი იყო უზარმაზარ მთებსა და დაბურულ ტყეებს შორის მდებარე დაღესტანში შესვლა; ამის გამო, თუმცა ხშირად მარცხდებოდნენ ლეკები, მაგრამ მათი ბუნაგი მუდამ უვნებელი რჩებოდა. იქ ხელახლა იზრდებოდნენ მეომარნი და უფრო მეტის მხნეობით და ბოროტებით მოისწაფოდნენ საქართველოსაკენ. პირველად მათ კახეთის საზღვრებს უწყეს აოხრება, მაგრამ მალე ისე გათამამდნენ, რომ კახეთსაც აღარ სჯერდებოდა მათი ავკაცობა, იწყეს თარეშობა ქართლში: აკლება და აოხრება სოფლებისა, ხოცვა, ჟლეტა და ტყვევნა მცხოვრებელთა. დღესაც გულს უწუხებს ქართველ მამულიშვილს მაშინდელი განადგურებული, დანაცრებული ნასოფლარები!!

ლეკები ხშირად დადიოდნენ დასავლეთისკენ და უღმერთოდ აფუჭებდნენ იმერეთის საზღვრებსაც. მათმა თავგასულობამ იქამდე მიაღწია, რომ მთელი ქართლ-კახეთი გზად და ხიდად გაიკეთეს დაღესტანსა და ოსმალეთს შუა. ყოველივე ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც საქართველოში მეფობდა კაცი, სახელგანთქმული ვაჟკაცობითა, მხნეობითა და მამულის მაღალის სიყვარულითა. მეფე ერეკლეს ხმალი რომ ერთ დღეს დაღესტნის საზღვრებთან პრიალებდა, მეორე დღეს შუა ქართლში სჩეხდა ოსმალ-სპარსელებს. კაცს გაუჭირდება თქმა - როდის და სად ისვენებდა გასაოცარი გმირი მეფე. საუბედუროდ, ერეკლე მეორეს ხანდისხან პოლიტიკური შორსგამსჭვალულობა ატყუებდა. ამის გამო იგი ხშირად მტერსა და მოყვარეს ვერ არჩევდა ერთმანეთისაგან: დაუძინებელი მტერი მის სამშობლოს მოკეთედ ეჩვენებოდა, და მას კი მტრულად შესცქეროდა, რომელთანაც სამშვიდობო მორიგება შესაძლებელიც იყო და სასარგებლოცა. ამიტომ მისმა გასაოცარმა მამაცობამ ბოლოს ჟამს თითქმის უნაყოფოდ ჩაიარა; მისი დიადი ღვაწლი სამშობლო ქვეყნის წყლულს განმკურნებელ მალამოდ ვერ დაედო!..

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო

     მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნება - „ჩემი ნათქვამი, მომენტალურად ჯდებოდეს ბავშვის გონებაში და არასდროს მჭირდებოდე...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021