kids.ge logo

არაგვს

ფავორიტებში დამატება
და−წუ−ხე−ბულ−მა, ა−რაგ−ვო,
რო გნა−ხე, გა−ვი−ხა−რე−ო,
სრუ−ლი−ად გა−მო−ვიც−ვა−ლე,
წელ−ში−აც ა−ვი−ხა−რე−ო.
რა ლა−მა−ზი−ა, წყე−უ−ლო,
შენთ ზვირთ−თა ლაღ−ნი ჩქე−რა−ნი,
გა−აფთ−რე−ბულ−სა ტალ−ღა−სა
კლდეს რო წა−უვ−ლენ თქე−რა−ნი!
შენ თვალს გა−რი−დებ მა−ში−ნა,
მთე−ბის−კე მწა−დის ცქე−რა−ნი,
უნ−დომ−ლად მა−მინ−დე−ბი−ან
ბედკ−რულს ბედკ−რულ−ნი მღე−რა−ნი.
გუ−ლიც იქ ი−წევს, თვა−ლი−ცა,
იქ რო მა−ღა−ლი მთე−ბი−ა,
ვინც რომ გიჟ−მა−ჟი გაგ−ზარ−და,
ვის ძუ−ძუც პირ−ში გდე−ბი−ა, _
ი−მათ კალ−თა−ზემც მოვკვ−დე−ბი,
მათ ლო−დი გულ−სამც მდე−ბი−ა!
ზა−ფხულ−ში აყ−ვავ−დე−ბი−ან
მკერდ−ნიც კი სა−ლის კლდი−სა−ნი,
ყვა−ვილთ პირს ე−კო−ნე−ბი−ან
ცივ−ნი ნამცვ−რევ−ნი ცი−სა−ნი.
გაჰ−ყუ−ჩე−ბი−ა ნი−ავ−სა
ჯიხ−ვი, ყელ-ყურით ლა−მა−ზი,
ა−ღარ ა−ჩხე−რებს ქვი−შა−თა
კლდით კლდე−ზე მხტო−მი გა−ვა−ზი.
ხან რომ ცა მა−იღ−რუბ−ლე−ბა,
ჩაბ−ნელ−დე−ბი−ან ხე−ვე−ბი,
გაჩნ−დე−ბა მეხ−თა ტკრცი−ა−ლი,
ათრ−თოლ−დე−ბი−ან ხე−ე−ბი,
კლდე−ებ−ზედ და−ი−კე−ცე−ბა
სვავ−თა და არ−წივთ ფრთე−ე−ბი.
თმებს უ−კუ−იყ−რის ნა−კა−დი,
ცი−საკ და−ი−წყებს ცქე−რა−სა,
შაჰ−ყუ−რებს გა−ო−ცე−ბუ−ლი
შა−ვის ღრუბ−ლე−ბის მღე−რა−სა.
რა ყურ−მა უნ−და გა−უძ−ლოს
იმ მთე−ბის გუ−ლის ძგე−რა−სა?!
ხში−რად მო−ხეთ−ქილს წვი−მა−სა
სი−პი−სა აქ−ვის ღა−რე−ბი,
აქა-იქ გა−იმტვ−რე−ვი−ან
პირ−გა−შა−უ−ლი ღვა−რე−ბი.
ი−ზი−დე−ბი−ან შენ−კე−ნა
ის გრძნო−ბი−სა−გან მთვრა−ლე−ბი,
ი−მათ ვე−ღა−რა და−ი−ჭერს,
თუნდ რკი−ნის დახვ−დეს კა−რე−ბი!
ახ−ლა ავ−და−რიც გა−დიყ−რის
და მზეც გა−დივ−ლის გო−რა−სა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნის−ლე−ბი
ხე−ვებ−ში სდგა−მენ გო−რა−სა.
ვე−ღა−რა ჰბედ−ვენ ბე−ჩავ−ნი
მთე−ბისად მე−ხის სრო−ლა−სა,
მაგ−რამ ფიქ−რო−ბენ ვა−ჟა−ნი
სახ−ვა−ლი−ო−დაც ბრძო−ლა−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026